ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
იდეა ძალიან კარგია რომ უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ კიდევ ერთხელ თანადგომა, მაგრამ რედაქციას ვეთანხმები (არა ჰიმნის უპატივცემულობას).
ანტონიო კანდრევა
21 თებერვალი 2014 17:51
0
აი, როგორი ვარიანტია იცით, ყველას ჩვენ ვცემთ პატივს და ამავდროულად ყველა ჩვენ გვიკიდებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცოტა გამოვფხიზლდეთ ხალხო. კომფორმიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში არცერთი ერისთვის არ მოუტანია შედეგი... ხო არავინ ამბობს, არიქადა გადავხტეთ სტადიონზე და ვცემოთო. ელემენტარულად, გამოვხატოთ პროტესტი სუსურუკუს ჰიმნზე...
elguja
21 თებერვალი 2014 17:49
0
ჟორაჩემო, ვინ თქვა პატივი არ ვცეთ აქ ჩამოსულ ხალხსო? პატივიც ვცეთ და კაი მესამე ტაიმიც მოვუწყოთ. მარა ეს ხო არ ნიშნავს, რო რასაც რუსეთი აკეთებს ( ამ წუთებშიც მათ შორის ) გინდა საქართველოში და გინდა უკრაინაში, მაგაზე პროტესტი არ გვქონდეს? ამაშია საქმე მგონი...
elguja
21 თებერვალი 2014 17:46
0
ამდენი ძალათ ვაჟკაცი სად შეიყარეთ?
რაგბზე გაგახსენდათ რუსები?
თქვენი *** არ გაიშვა
beqa
21 თებერვალი 2014 17:43
0
რუსი ხალხის და საზოგადოების მიერ პატივისცემის და თანაგრძნობის ფაქტები არ მახსენდება სხვა ერების მიმართ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აქ ჩამოსულ სტუმრებს ვინც არ უნდა იყოს პატივი არ ვცეთ.
ჟორა
21 თებერვალი 2014 17:16
0
ხვალ რუსებს დედა არ ეყოლებათ!მტერი განადგურებული იქნება მორეგბეების მიერ და დამცირებული ჩვენს მიერ მათი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცყოფით.
mamulo
21 თებერვალი 2014 17:12
1
კაი რა ხალხნო რაებს წერთ,სპორცმენი რა შუაშიაო,ღუსული რომანსების საღამო რა შუაშიაო,კრემლში ქართული ანსამბლის ცეკვა-ნორმალურიაო,აბა აქ პუტინი არ ცჰამოგივათ რომ უსტვინოთ და მედვედევი -პასუხი რომ მოვტხოვოთ.რა არის აქ საკამატO--რუსი ხომ არის ოკუპანტი,ჰო და რომელი პატრიოტი წამოუდგება ფეხზე ტავისი ქვეყნის დამპყრობლის დროშას და არ დაუსტვენს მის ჰიმნს.სპორტსმენი კი იმ შუაშია--რომ ის ოკუპანტი ქვეყნის შვილია და მე პატივს ვერ ვცემ მისი ქვეყნის სიმბოლიკას,იმიტომ რომ ის თურმე რომელიღაც ქართველის მეგობარია. რუსეთი მტერია---მტრის დროშასა და გერბს კი ყველა ნორმალური ერი უპატივცემულოდ ექცევა დაქ აქ ზოგიერთებმა თავი დაანებეთ ჭკუის სწავლებას. რ ე დ ა ქ ც ი ა ს!--აბა ვნახავ დღეს თუ არ დამბლოკავთ.
mamulo
21 თებერვალი 2014 17:07
0
დაგაჩლუნგათ ამერიკელებმა და გამჩენმა...რა პუტინი გელანდებათ ყველგან!!!
qartveli
21 თებერვალი 2014 17:02
0
giorgi

21 თებერვალი 2014 14:52

ვისაც რამე პროტესტის ან თანადგომის გამოხატვა გინდა, არსებობს უკეთესი ფორმები: რუსეთის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია, ან მსვლელობა ქუჩაში და ა.შ. მაგრამ არ იქნება ცუდი თუ 80 წუთით მაინც მარტო ჩვენს ნაკრებზე იქნებით კონცენტრირებული და პოლიტიკას დაივიწყებთ. გმადლობთ.


გეთანხმები ძმობილო
GiorgiG83
21 თებერვალი 2014 16:55
0
ემრე

გასაგებია შენი პოზიცია. შტვენა და ამბის ატეხვა არც მე მომწონს. მე უბრალოდ ვემხრობი იმ ფაქტს, რომ დროშები მივიტანოტ უკრაინის. სულ ეს არის.
nikoloz
21 თებერვალი 2014 16:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული