ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
ემრე

შეგიძლია იხილო 2008 წელს კიევის დინამოსა და მოსკოვის სპარტაკის თამაშზე გადმოკიდებული ბარერი უკრაინელების მიერ. http://s002.radikal.ru/i199/1402/fd/04304ea5c104.jpg

ასევე შეგიძია ისტორიასაც გადახედო. აფხაზეთის ომში იბრძოდნენ უკრაინელები. http://www.ambebi.ge/fotoambebi/97403-rogor-ibrdzodnen-ukrainelebi-afkhazethis-omshi.html
nikoloz
21 თებერვალი 2014 14:31
0
ახლა ახსნას არ დავიწყებ რა სხვაობაა უკრაინელებს და რუსებს შორის და როგორი ურთიერთობა აქვთ, არც გოლოდომორზე დავწერ არაფერს. არც იმაზე 2008 წელს უკრაინელებმა კოდორიდან როგორ გამოიყვანეს ხალხი. უბრალოდ გირჩევთ გადახედოთ 2008 წელს გამართული კიევის დინამო-მოსკოვის სპარტაკის თამაშის ფოტოებს. არის "რაღაც" საინტერესო მასში
elguja
21 თებერვალი 2014 14:30
0
ზედმეტი არ გვინდა ქარტველებო...მივხედოტ ჩვენს ტავს პატრონი რომ არ გვკავს
reso
21 თებერვალი 2014 14:23
0
არ ვთვლი საჭიროდ ეს პროვოკაციას ჰგავს
zura
21 თებერვალი 2014 14:22
0
ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ რომ ვიყოთ ამ დღეში უკრაინელები ესე მოიქცეობდნენ როგორც ჩვენ??? არა არა და არა
ემრე
21 თებერვალი 2014 14:18
0
ისე არ გამოვიდეს რომ საქართველოს დროშაზე მეტი უკრაინის დროშა ფრიალებდეს
გვიყვარს უკიდურესოებებში გადავარდნა
GiorgiG83
21 თებერვალი 2014 14:07
0
რუსების დედაც მარა სტადიონზე პოლიტიკოსები არ დაგინახოთ იქ თუ მიდიხართ უგულშემატკივრეთ ნ აკრებს და სა ქართველოს დ ა არა უკრაინას ყ ვ ლეა თანვ ი სთ ავ ს მიხედავს
პ.ს.
უკრაინელები კ არგი ხალხია და აფხაზეთის ომშიც პატივი აქვთ ნაცემი ,მარაყ ყველა მაინც თავისას მიხედავ სბოლოს მითუმეტეს სტადიონძე
Zma
21 თებერვალი 2014 13:51
0
უკაცრავად მაგრამ წუტიერი დუმილი არაა საჩირო???? ეს თვით ხენძმღვანელობამ უნდა ითაოს რადგან ამხელა სთადიონზე ტრიბუნებიდან ვერ განვითარდება წუთიერი დუმილი.... ეს რაგბის კავშირმა უნდა ითაოს და ჩვენი რაგბისტებმა ე სუნდა შეასრულონ და ასევე ყველამ !!!!!! ესეც მტავიტი მოთხოვნა და სურვილი 22 ში
nodo
21 თებერვალი 2014 13:46
0
ვისაც უნდა სოლიდარობის გამოხატვა მოდით უკრაინის დროშით. ეს ნორმალურია და საკმარისი. ველურობა ჰიმნის(არა აქვს მნიშვნელობა ვისი ჰიმნია) შესრულების დროს ღრიალი და გინებაა. ამბიციებისათვის კი მოედანი არსებობს, სადაც ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ბიჭები ღირსეულ ბრძოლაში "დაანგრევენ" რუსებს!
ფერნანდო
21 თებერვალი 2014 13:44
0
გთხოვთ ჰიმნის დროს პატივი ვცეთ რუს ხალხს და რუს მორაგბეებს. ჰიმნის დაწყებამდე და მის შემდეგ ვიყვიროთ და არ გავჩერდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად
Karlo
21 თებერვალი 2014 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული