I ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს ამარცხებს

AutoSharing Option
22 თებერვალს ერთა თასის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს.

სტარტზევე მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევა მოაწყო მარცხენა ფლანგზე, ბურთი ფეხით გადაიგდო, მაგრამ დამიწებისას ხელიდან წინ გაუვარდა.

მე-12 წუთზე მერაბ კვირიკაშვილს ბურთის ფეხით გამოტანა სურდა, თუმცა იური კუშნარიოვმა დაუფარა და იქვე მყოფმა ანდრეი ოტროკოვმა ლელო დადო, იური კუშნარიოვმა იოლად გარდასახა - 0:7.

მე-19 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ააცილა. მანვე 21-ე წუთზე უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და გაიტანა - 3:7.

28-ე წუთზე ჩვენებმა ჯარიმა აუტზე გადაიტანეს, რომელიც მოიგეს და დავით
ზირაქაშვილმა
საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 10:7.

33-ე წუთზე იური კუშნარიოვმა ხელსაყრელი სიტუაციიდან საჯარიმო დარტყმა ააცილა და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავა.

პირველი ტაიმი ასეც დასრულდა 10:7.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული