"ბორჯღალოსნებმა" მეტოქის მატჩის დებიუტში დადებულ ერთ ლელოს ხუთით უპასუხეს და პრემიალური ქულით გაიმარჯვეს. ამ წარმატებით საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს, ინგლისში გასამართი მსოფლიო თასის საგზური გაიფორმა.
იხილეთ: "ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]
მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა მსოფლიოს თასზე გასვლა იყო და ეს შევასრულეთ.
ახლა გვინდა, რომ შესარჩევ
"ბორჯღალოსნების" ახალზენდიელმა თავკაცმა იმ შეცდომებზეც ილაპარაკა, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში დაუშვა.
"ამინდიდან გამომდინარე, რუსეთის ნაკრებმა ტაქტიკურად სწორად ითამაშა - მაღალ ბურთს კიდებდნენ, ჩვენ კი მისი აღება გვიჭირდა. პირველ ტაიმში ლელოც ჩვენი შეცდომის გამო დაგვიდეს.
შესვენებაზე ამის შესახებ ვესაუბრე ბიჭებს და მეორე ტაიმში ჩემი დავალელები შეასრულეს. იმედი მაქვს, ეს ხარვეზები ინგლისის მსოფლიო თასამდე აღმოიფხვრება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
კინგსლი ჯოუნზის (რუსეთის მთავარი მწვრთნელი):
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისის მსოფლიო თასზე მინიმუმ ორ თამაშს მოიგებს. საქართველოს ნაკრების უკვე გრანდებსაც უნდა ეშინოდეთ".
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
რეალურად მგეზავი (პირველი მგეზავი 10) და მეორე მგეზვი (12) ფუნქციებით ბევრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 15 ზე მალაღურაძე მეც იდეალურ ვარიანტად მიმაჩნია. მეკოზე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, მარგამ ფლანგის მოთამაშეები მაღალ ბურთებზე რომ მეკოსავით თამაშOბდნენ კარგი იქნებოდა - თოდუა უეჭველი სანახავია და შკინინი მაღალ ბურთებზე უბრალოდ ვერ თამაშობს.
ისე თედოც შეიძლება ფლანგზე რომ მოისინჯოს
გარემარბად თოდუა და შკინინი შეიძლება დადგნენ მაგრამ ჰეიგს მაჩხანელი და მჭედლიძე ურჩევნია (ალბათ უფრო ჯანიანი მოთამაშეები უნდა და იმიტომ) 12ზე შარიქაძე ჯობია ყველას 13ზე ჩემი აზრით თედო უნდა იყოს.
შერკინებაში კი რამეს მოვახერხებთ იქ საქმე გაცილებით უკეთესადაა