"ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან ტესტ-მატჩს მართვას.

პირველი 5 წუთი მატჩი "ბორჯღალოსნების" შეტევებში ჩაიარა. მე-6 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილს საჯარიმოს დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, რასაც უკვე მე-12 წუთზე ირლანდიელების ზუსტი ჯარიმა მოჰყვა.

მე-17 წუთზე კი ირლანდიელები ლელოს დადებასთან ახლოს იყვენენ, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ამის ნება არ მისცეს და მეტოქე მხოლოდ ჯარიმას დასჯერდა, 6:0 ირლანდიის სასარგებლოდ.

21-ე წუთზე ირლანდიას კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმო დარტყმის უფლება, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ "სამყურებმა" მორიგი სამი ქულის ჩაწერა ვერ მოახერხეს.

ტაიმის მიწურულს
იან მადიგანმა მორიგი სამი ქულა მოუტანა ირლანდიის ნაკრებს და  საბოლოოდ პირველი ტაიმი ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 9:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული