პირველი 5 წუთი მატჩი "ბორჯღალოსნების" შეტევებში ჩაიარა. მე-6 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილს საჯარიმოს დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, რასაც უკვე მე-12 წუთზე ირლანდიელების ზუსტი ჯარიმა მოჰყვა.
მე-17 წუთზე კი ირლანდიელები ლელოს დადებასთან ახლოს იყვენენ, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ამის ნება არ მისცეს და მეტოქე მხოლოდ ჯარიმას დასჯერდა, 6:0 ირლანდიის სასარგებლოდ.
21-ე წუთზე ირლანდიას კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმო დარტყმის უფლება, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ "სამყურებმა" მორიგი სამი ქულის ჩაწერა ვერ მოახერხეს.
ტაიმის მიწურულს