"ბორჯღალოსნებისთვის" დიდ დიღომში 30-ათასიანი სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სტადიონი სპეციალურად რაგბის ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი. მათივე თქმით, სტადიონი 25-დან 30 000-მდე გულშემატკივარს დაიტევს.

ლევან ყიფიანის ინფორმაციით, პროექტზე ფრანგულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ზუსტი თარიღები უცნობია. სტადიონი ფონდ "ქართუსთან" თანამშრომლობით აშენდება.

ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის მიღებაც, რომლის სამასპინძლოდაც საქართველომ
განაცხადი საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანა.

ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო ფედერაციამ იცოდეს, რომ საქართველოში ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების შერჩევა სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად, რაც საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდი მადლობა ყველას , ვინც ამ საქმეში ცოტათი მაინც მიიღო მონაწილეობა!
ფერნანდო
23 ნოემბერი 2014 13:35
0
ბიძინას ამ შემთხვევაში მადლობას ვეუბნები
გენოციდი
23 ნოემბერი 2014 12:29
0
ტრა
სა
23 ნოემბერი 2014 12:28
0
ბრავო ნიჟარაძე ბრავო ყიფიანი და ბრავო მოქალაქე ივანიშვილი:))))
nika
21 ნოემბერი 2014 15:04
0
ამერიკის საელჩოსკენ აპირებენ
sasas
21 ნოემბერი 2014 14:50
0
კარგია. ადგილიც იდეალურია. საერთოდ სტადიონები გარეუბნებში უნდა აშენდეს. თორე დინამოზე ან ლოკომოტივზე როცაა თამაში პარალიზებულია მთელი ქალაქი. დიღომში შედარებით ადვილი იქნება მისვლა
chiko
21 ნოემბერი 2014 14:36
0
გასახარი ამბავია მაგრამ ბარებ დაწყების და დამთავრების თარიღებიც დაეზუსტებინათ რომ ბლეფი ინფორმაცია არ ყოფილიყო, მასე ბათუმის სტადიონი ოცჯერ აშენდა უკვე.....)))).
fanat
21 ნოემბერი 2014 14:23
0

ძალიან კარგი ამბავი,მაგრამ

ცოტა ახლოს ქალაქის ცენტრთან არ შეიძლება ?!

glaxuna
21 ნოემბერი 2014 13:49
0

სიახლეები პოპულარული