საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და იაპონიას შორის ნოემბრის ტესტ-მატჩი გაიმართა.

სამწუხაროდ მატჩის მეორე წუთზე დაშავდა ჩვენი ნაკრების კაპიტანი დავით კაჭარავა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აფციაური შევიდა.

მე-13 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელოს დადება შეძლო და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა - 5:0. სამწუხაროდ მერაბ კვირიკაშვილმა გარდასხვა ვერ გაიტანა.

22-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" მოლის მიწოლის დროს საჯარიმო ლელო მოიპოვეს, რასაც კვირიკაშვილის ამჯერად ზუსტი გარდასახვა მოჰყვა -12:0.

იაპონელებმა სხვაობის შემცირება 28-ე წუთზე ჯარიმის წყალობით შეძლეს - 12:3. სულ
რაღაც 2 წუთში მეტოქემ უკვე ლელო დაგვიდო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 12:10.

ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში 17:10 გახადა. სამწუხაროდ მან გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 17:10 დასრულდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა - 20:10.

სულ რამდენიმე წუთში ლელოს დადება ლაშა ხმალაძემ მოახერხა 25:10. სამწუხაროდ კვირიკაშვილს დარტყმების მხრივ თამაში ვერ წაუვიდა და გარდასახვა ამჯერადაც გააცუდა.

68-ე წუთზე ლელოს დადება უკვე იაპონელებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე არბიტრმა ლევან შარიქაძის ლელო გააუქმა, რომელიც თავადვე ჩათვალა, თუმცა ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა.

უკვე 72-ე წუთზე ჯარიმის ზუსტად შესრულება კვირიკაშვილმა შეძლო და ანგარიში 28:17 გახადა.

76-წ წუთზე ლელო ბექა წიკლაურმა მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 35:17.

79-ე წუთზე ლელო იაპონელებმა დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 35:24.

საბოლოოდ შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 35:24 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართული ფეხბურთის და მათი მამების დედაც........! გაუმარჯოს რაგბს!!!
irakli
24 ნოემბერი 2014 10:08
0
კაცები ხართ!!!
საქართველოს საამაყო კაცები!!!
გენაცვალეთ!!!!!
ლელა
23 ნოემბერი 2014 22:19
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას და გიორგობას! ბიჭებს მადლობა! რაღაც მსაჯი არცთუ დიდი პატივისცემით ელაპარაკებოდა ჩვენს მორაგბეებს! ჯერ ქუბრიაშვილს უთხრა მოკეტე სულ შენ ლაპარაკობო,მერე დათუნაშვილს ენა გააჩუმე შენ უკვე მღლიო!მსაჯი ფრანგი იყო?
anri
23 ნოემბერი 2014 19:08
0
თქვენ გენაცვალეთ,გაიხარეთ.
geronti
23 ნოემბერი 2014 18:58
0

სიახლეები პოპულარული