"ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრების დასახვედრად ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 14 თებერვალს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ ტურში, თბილისში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" გერმანიიდან 8 თებერვალს, გვიან ღამით დაბრუნდნენ, მომავალი მატჩისთვის მზადებას კი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 9 თებერვლიდან შეუდგნენ.

საქართველოს ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გერმანელებთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ (ალბი). მის ნაცვლად "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ლევან დათუნაშვილს (ორიაკი) უხმო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ ტურში შინ წააგო რუმინეთის ეროვნულ გუნდთან - 10:37.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების
დაპირისპირება 14 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა 9 თებერვალს დაიწყო. ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-19:00 საათზე იყიდება - ფასი 3 და 5 ლარი. ყველა ბილეთი დანომრილია.

Sportall.Ge

10 თებერვალს "ბორჯღალოსნები" სეზონის პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ. ღია ვარჯიში, ტრადიციულად, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 16:00 საათზე დაიწყება. ღია ვარჯიშზე ქომაგებისთვის დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13 ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

პორტუგალიის ნაკრები
ალოფონსო სოუსა, ფრანსისკო სოუსა, ჟოაო კაბაჩო, ნუნო ტაფული, რაფაელ სამოსა, სალვადორ ვაალო (ყველა - კასკაისი), ბერნადო ბატისტა, ბრუნო როხა, გონსალო ფაუსტინო (სამივე - ტექნიკო), ბერნარდო კამპელო, ფრანსისკო დომინგესი, ჟოზე ლეალი, მანუელ მურტერია, მანუელ ველა (ყველა - აგრონომია), კარლოს სოტომაიორი, ჟოაო ვასკუ, როდრიგო ფიგუერდო (სამივე - კდუპი), დუარტე დინისი, ფრანსისკო სილვა, გონსალო უვა, ჟოაო სილვა, ლუის ლობატო, ვასკო უვა (ყველა - დირეიტო), ერიკ დოს სანტოსი (ბიარიცი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), მიგელ ალმეიდა (ლუზა), კევინ კოსტა (სენ ჟან დე ლუზი), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), პედრო ბეტანკური (კლერმონი), პედრო მელო (ბელენენსეში).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
14 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ესპანეთი, გერმანია-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია-საქართველო 8:64 - ჟვანიას ჰეთ თრიკი, თოდუას დუბლი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგბი ჩვენი თამაშია
0
აუცილებლად მოვუგებთ!!!
elguja
13:27 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული