ლელო 57-ე წამზე! - "ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრებს ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში 57-ე წამზე გახსნეს! ლელოს ავტორი დავით კაჭარავა გახდა. სამწუხაროდ მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა - 5:0.

მე-11 წუთზე პორტუგალიელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. მეტოქემ ჯარიმა გაიტანა 5:3. მე-15 წუთზე კი პორტუგალიელებმა მეორე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ამჯერად უკვე ჩვენი მეტოქე დაწიანურდა 5:6.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა 24-ე წუთზე დაიბრუნეს. კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, თუმცა 36-ე წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა 8:9.
რამდენიმე წუთში კი კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა - 11:9, რასაც ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმაც მიაყოლა და პირველი ნახევრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:9.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

ქართველმა მორაგბეებმა მატჩი ასეთი შემდგაელობით დაიწყეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული