ესპანეთი-საქართველო 13:13 [პირველი ტაიმი]

AutoSharing Option
28 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის მატჩს სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან მართავს.

მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 13:13.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს, რითაც ისარგებლეს მასპინძლებმა და უკვე მე-2 წუთზე ანგარიში ზუსტი საჯირიმოთი გახსნეს კიდეც - დარტყმა ბრედლი ლინკატერმა შეასრულა. აქედან ერთ წუთში ესპანელებს მორიგი სამი ქულის აღების შანსი მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და მე-12 წუთისთვის მერაბ კვირიკაშვილმა საპასუხო საჯარიმო გაიტანა.

25-ე წუთზე ესპანელებისგან ცივი შხაპი მივიღეთ.
შეტევაში დავკარგეთ ბურთი, მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა კი ხულენ გოიამ ლელოთი დაასრულა. ლინკატერმა გარდასახა - 10:3, ესპანელთა სასარგებლოდ.

ანგარიშში წონასწორობა 28-ე წუთზე ზურაბ ჟვანიას მიერ დადებული ლელოს და კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ აღვადგინეთ, 35-ე წუთზე კი, ისევ მეკოს ზუსტი საჯარიმოს შემდეგ დაწინაურებაც შევძელით - 13:10.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ლინკასტერმა ჯარიმის გატანა ვერ შეძლო, ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე კი თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 13:13.

იმედია მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნები" შეტევაში თამაშს დაალაგებენ...

აღსანიშნავია, რომ III ტურში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან სოჭში გამართულ მატჩში წააგო ამ ტურნირში ჩვენმა უმთავრესმა კონკურენტმა რუმინეთის ნაკრებმა - 13:16. შესაბამისად, თუკი "ბორჯღალოსნები" დღეს ესპანეთს მოუგებენ, ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებენ.

საქართველოს ნაკრები:
მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვაჟა ხუციშვილი.
მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე.

მარქაფა

გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
26-13 !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
26:13 !!!!!!!!!!!
20:44 28-02-2015
0

სიახლეები პოპულარული