20:45 28-02-2015
ესპანეთი-საქართველო 13:26 - მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით მილტონ ჰეიგის გუნდმა ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა, რადგან მანამდე რუსეთის ეროვნულ გუნდთან სოჭში წააგო ამ ტურნირში ჩვენმა უმთავრესმა კონკურენტმა რუმინეთის ნაკრებმა - 13:16.
რაც შეეხება მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრას, "ბორჯღალოსნებმა" თამაში არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს, რითაც ისარგებლეს მასპინძლებმა და უკვე მე-2 წუთზე ანგარიში ზუსტი საჯირიმოთი გახსნეს - დარტყმა ბრედლი ლინკატერმა შეასრულა.
კიდევ ერთ წუთში ესპანელებს საჯარიმოთი მორიგი სამი ქულის აღების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და მე-12 წუთისთვის მერაბ კვირიკაშვილმა საპასუხო საჯარიმო გაიტანა.
25-ე წუთზე კი ესპანელებისგან ცივი შხაპი მივიღეთ. შეტევაში დავკარგეთ ბურთი, მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა კი ხულენ გოიამ ლელოთი დაასრულა. ლინკატერმა გარდასახა - 10:3, ესპანელთა სასარგებლოდ.
ანგარიშში წონასწორობა 28-ე წუთზე ზურაბ ჟვანიას მიერ დადებული ლელოს და კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ აღვადგინეთ, 35-ე წუთზე კი, ისევ მეკოს ზუსტი საჯარიმოს შემდეგ დაწინაურებაც შევძელით - 13:10.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ლინკასტერმა ჯარიმის გატანა ვერ შეძლო. მანვე შეცდომა ტაიმის მიწურულს მაინც გამოასწორა და შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 13:13.
მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, მსაჯმა ჯერ გიორგი ნემსაძე, შემდეგ კი ლევან დათუნაშვილი გაგვისინბინა. ამასობაში კი მეკომ ორი ჯარიმის გატანა მოასწრო (56-ე და 63-ე წუთებზე) და ანგარიშში "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ.
კვირიკაშვილისგან განსხვავებით, 66-ე წუთზე ვერ იყოჩაღა ლინკატერმა, რომელმაც ჯარიმიდან არაზუსტად დაარტყა. სანამ კაცნაკლულნი ვიყავით, ესპანელებს ლელოს დადების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი წინ გაუვარდათ.
სამაგიეროდ, შეხვედრის ბოლო წუთები წარიმართა ქართველი მორაგბეების უპირატესობით და ყველაფერი დავით კაჭარავას ლელოთი დაგვირგვინდა. კვირიკაშვილმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 26:13, "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.
"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 14 მარტს, ვაკის სტადიონზე, რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები:
მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვაჟა ხუციშვილი.მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე.
ესპანეთის ნაკრები:
ფრანკ ლაბე, ავგუსტინ ორტიზი, ხესუს მორენო, ფერნანდო ლოპესი, ბენატ ოზქუი, ხუან ანაია, დავიდ გონსალესი, ხესუს რეკუერდა, დავიდ ბარერა, ხავიერ დე ხუანი, გაუტიერ გიბუნი, ხაიმე ნავა, იგნასიო ვილანოვა, გილემ რუე, პაბლო ფეიხოო, დანიელ სნი, პაბლო ფონტესი, მარკოს პოჯი, მარტინ ერედია, ტიბო ვისენსანა, ხულენ გოია, ბრედლი ლინკატერი, სერხო ობანელი.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური.
28 თებერვალი
რუსეთი-რუმინეთი 16:13
პორტუგალია-გერმანია 11:3
ასევე იხილეთ:
ეს რა მოინდომეს! - ქართველი და ესპანელი მორაგბეების ჩხუბი მოედანზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგია გამარჯვება მაგრამ მიმაჩნია რომ ესპანეთს თავისუფლად უნდა ვუგებდეთ.თუ დიდი რაგბის თამაში გვინდა
0
0
საგოლ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული