როტაცია - დილა-დინამო
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონთან" წააგო და ცხრილში პირველობა გორის "დილას" დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ "ტორპედოს" სძლია. "დილამ" პირველობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, ხუთშაბათს ბათუმის "დინამოსთან" დათმო და ცხრილის ლიდერობა თბილისის "დინამოს" დაუბრუნა. ეს ყველაფერი კი გვაიმედებს, რომ საქართველოს პირველობის დასკვნითი ეტაპი საინტერესოდ გაგრძელდება.
რიცხვი - 1000
"ზესტაფონი"-"ჩიხურას" მატჩისას გიორგი ილურიძემ 77-ე მოგება - ესპანეთთან 26:13
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირენეელთა კრებულთან მადრიდში ითამაშა. მართალია, ადგილობრივების დამარცხება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, როგორც კლასიან ნაკრებებს სჩვევიათ, ესპანელები მეორე ტაიმში გატეხა და ანგარიშითაც მიუთითა, ორჯერ უკეთესები ვართო - 26:13.ბლოკადა - მეტალურგი
საქართველო რის საქართველოა, ყველაფერი აწყობილი იყოს - ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს. არასახარბიელო სიტუაციაშია რუსთავის "მეტალურგი". მას პირველი წრის შემდეგ ლიდერები გაექცა, ახლა კი სტადიონზე არც წყალია, არც შუქი...კრიზისი - პარმა
სხვათა შორის, "მეტალურგის" დღეშია იტალიური "პარმა", რომლის მატჩიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. სხვა კლუბებმა კი "პარმას" მხარდასაჭერად თამაში 15 წუთის დაგვიანებით დაიწყეს. მხარდაჭერა "მეტალურგსაც" სჭირდება, თუმცა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, 15 წუთით დაგვიანება ნაკლებად შესამჩნევი იქნება. უფრო კონკრეტული ნაბიჯია საჭირო.
კომენტარი - მესი და პიცა
"ბარსელონას" ერთ-ერთმა დირექტორმა კარლეს რექსაჩმა გუდას პირი მოხსნა. ისაუბრა "რეალზე", "ბარსაზე" და კიდევ სხვა უამრავ საინტერესო ამბავზე. თუმცა აქ კვირის ფრაზად მესისთან დაკავშირებით ნათქვამი ამოვარჩიეთ. რექსაჩმა დაბეჯითებით თქვა - მესი შარშან იმიტომ იყო არასათანადო ფორმაში, რომ ბევრ პიცას მიირთმევდაო. რაც არ ვიცით, არ ვიცით. რექსაჩს ვერ შევეპასუხებით.
ტიტული - ლიგის თასი ჩელსის
ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ეს გახლავთ ინგლისის ლიგის თასი. მისმა გუნდმა ფინალში "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხა.გასროლა - ვერცხლი
ევროპის ზამთრის პირველობაზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებმა ორი ვერცხლი მოიგო. ხათუნა ნარიმანიძემ გერმანელ ჰაიდნი-ჩკალოვასთან 2:6 დათმო, ხოლო გუნდური ჩათვლის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ასევე გერმანელებთან, ასევე 2:6 წააგო.დარტყმა - შენგელია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბასკური დერბისას საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მეტოქე დეიან ტოდოროვიჩს შეურაცხყოფა არ აპატია და ყბაში გემრიელად მოსდო. დანაკლისი - გურამ მინაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. პირველ მარტს კი გამოგვაკლდა, არც მეტი არც ნაკლები, ევრობასკეტის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ლეგენდარული გურამ მინაშვილი. იგი პირველი იყო, ვინც 1962 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში, "რეალის" ძლევის შემდეგ ვერცხლის კალათა აღმართა.დასკვნა - ბოლტის სიმეტრია
კვირის დასკვნა ანთროპოლოგ რობერტ ტრაივერსს ეკუთვნის. მან ამოხსნა სპრინტერ უსაინ ბოლტის სისწრაფის საიდუმლო. ბატონი რობერტის დასკვნით, ბოლტს მუხლების სიმეტრიულობა გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს და სისწრაფეში სხვაობაც ამიტომა თვალსაჩინო. ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"