"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ევროპაში უკვე სერიოზულად განიხილავენ ექვსი ერის პირველობაზე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაშვების საკითხს.

"BBC უელსის" სტუდიაში, გადაცემა scrum [v]-ში მიწვეული სტუმრები კინგსლი ჯონსი და მარტინ უილიამსი საუბრობდნენ თემაზე, რამდენად მიზანშეწონილია უელსისა და საქართველოს დაპირისპირება ექვსი ერის პირველობაზე.

საუბარია პლეი ოფის შემოღებაზე, რომლის წყალობითაც რაგბი ევროპის გამარჯვებულ საქართველოს შანსი მიეცემოდა ექვს ერში შეღწევის, თუკი ბოლოადგილოსანს (ამ შემთხვევაში, შოტლანდიას) მოუგებდა.

კინგსლი ჯონსი უელსისა და ბრიტანელი ლომების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელია. ის 2012-14 წლებში რუსეთის ნაკრების თავკაცი იყო და
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად იცნობს.

მარტინ უილიამსმა კი სამი წელია, რაც კარიერა დაასრულა. ყოფილ ფლანკერს უელსის ნაკრებში 100 კეპი აქვს მოხვეჭილი.

- ბოლო დროს კიდევ ერთ სიახლეზე ლაპარაკობენ - საუბარია პლეი ოფის სისტემის შემოღებაზე. ამ შემთხვევაში შოტლანდიას საქართველოსთან მოუწევდა ჭიდილი. თქვენ რა აზრის ხართ ამ სიახლეზე?
კინგსლი ჯონსი: არ მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე შოტლანდიამ ცუდად ითამაშა. რაც შეეხება პლეი ოფს, რაგბი ევროპის დონეზე ყველაზე მაღალი დონის გუნდი საქართველოა. არიან თუ არა ქართველები საკმარისად ძლიერები და კარგები საამისოდ? არ ვიცი, თუმცა შერკინებაში ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ამით მათ შეუძლიათ, მსოფლიოს საუკეთესო ათეულის ნებისმიერ გუნდს გაუწიონ კონკურენცია.

თუმცა ექვსი ერი რომ უფრო კარგი ამინდის პირობებში ტარდებოდეს და არა ზამთარში, მათ, ალბათ, უკეთესი გუნდის წინააღმდეგ გაუჭირდებოდათ და ალბათ, დიდ ანგარიშებსაც ვნახავდით.

მარტინ უილიამსი: ჩვენ ვნახეთ მათი თამაში ირლანდიასთან, რომელიც მათზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. არა მგონია, შოტლანდიამ და იტალიამ მათთან წააგოს.

- საქართველომ ახლახან მსოფლიოს რეიტინგში იტალიას გადაასწრო, მას მერე, რაც რაგბი ევროპის პირველობა მოიგო. მათ ეს უკვე მეხუთედ გააკეთეს ზედიზედ. მათ აქვთ სერიოზული არგუმენტი - მეტი რა გავაკეთოთ, რომ მაღალ დონეზე გვათამაშოთ, თუნდაც ზაფხულში პლეი ოფი ექვსი ერის დამარცხებულ გუნდთან?
კინგსლი ჯონსი: მათ ბოლო დროს უწევთ შემოდგომით კარგ გუნდებთან თამაში. მოუგეს იაპონიას. გუშინ ტრევიზოში ედი ჯონსს ველაპარაკე და მითხრა, რომ ძალიან დაჩაგრეს ქართველებმა შერკინებაში. ასე იყო ჩემი რუსეთში მოღვაწეობის დროსაც, რუსეთის ნაკრებს არასოდეს დაუმარცხებია ისინი. სამჯერ იყო, რომ მე-60 წუთისთვის ვუგებდით, მაგრამ მერე ისინი მთელ პირველ და მეორე ხაზს ცვლიდნენ და ყველაფერი იქ მთავრდებოდა.

26 პირველხაზელი ქართველი თამაშობს მაღალ დონეზე საფრანგეთში, 26! ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელები "სტად ფრანსეში" და სხვა გუნდებში გამოირჩევიან. ისინი შემოდგომის თამაშებში აგროვებენ ქულებს რეიტინგისთვის. მათ აქვთ შანსი, ითამაშონ სამოას და ფიჯის დარ გუნდებთან და საქართველოს ასეთი მატჩები ძალიან სჭირდება.

მაგრამ ექვსი ერისა და ევროპა რაგბის ლიგებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ამიტომ საქართველოს წინ ჯერ ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.

- ფანების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ საკითხს, საგარეო მატჩზე ჩასვლა, შორეული მგზავრობა, როგორი იქნება ექვსი ერის თამაშის უიქენდი თბილისში?
კინგსლი ჯონსი: ძალიან კარგი უიქენდი იქნებოდა. თბილისი ძალიან კარგი ქალაქია. მართალია, შორია, სტამბოლში ჩაფრენა და იქიდან კიდევ ორი საათი ფრენაა საჭირო, მაგრამ ეს მგზავრობა ამად ღირს. მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და იქაური კულტურა. იქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც კარდიფში. იქ ვითარდება რაგბი, სტადიონები ააშენეს, რაგბის კულტურა მათთვის მისაღებია. მართლაც კარგი თამაში იქნება.

მარტინ უილიამსი: იქნებ მომავალში 7 ერი გავაკეთოთ? რადგან ნამდვილად არ მსურს, დავკარგოთ შოტლანდია ან იტალია თუნდაც დროებით. ვინ იცის, იქნებ 10 წელიწადში ასეც მოხდეს. ვნახოთ, რას იზამს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე. ვინ იცის...

კინგსლი ჯონსი: თუ ისინი გააგრძელებენ სამოას დარი გუნდების დამარცხებას სტაბილურად, ინტეგრაციას მივესალმები, თუმცა გავარდნის მომხრე არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს თასზე შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. მაგრამ ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობა? ეს უფრო რთულია. ჯერ იქამდე ბევრი დროა. ჩვენ გვინახავს შოტლანდიისა და იტალიის დიდი ანგარიშით მარცხები, ამ შემთხვევაში უფრო დიდი სხვაობები შეიძლება იყოს კარგ სათამაშო ამინდში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გუშინ იტალიას მოუგეს 18 წლამდელებმა, ვულოცავ რაგბის მოყვარულებს და ასევე რაგბის კავშირს კარგი მუშაობისთვის, თქვენ რომ არა არამგონია რაგბი ესეთ დონეზე იყოს დღეს :)
გიორგი
01 აპრილი 2015 17:15
0
სწროად არ ფიქრობენ, თუ ტოპ კლუბებს არ ვეთამაშეთ ვერ განვითარდებით. სულ ერთ ადგილზე ყოფნა სადაც ეხლა ვართ ეგეც ვერ განგვავითარებს, ამიტომაა რო მოვითხოვთ 6 ერში მიღებას. არამგონია ეხლა ვინმეს ეგონოს რო ჩვენ საფრანგეთს, ინგლისს, უელს, შოტლანდიას გავუწევთ დიდ წინააღმდეგობას ან მოვიგებთ, უბრალოდ ჩვენ განვითარება გვინდა რომელიც თუნდაც დიდი ანგარიშით წაგებას ითვალისწინებს მაგრამ ტოპ გუნდებთან რათა ვისწავლოთ მაგათგან ახალი და არა ერთი ადგილი ვტკეპნოთ. თუ არ მიგვიღებენ მხოლოდ ა ნაკრებებთან და მსოფლიოზე ჩვენ ვერ განვითარდებით და სულ ერთ დონეზე მოგვიწევს ყოფნა
გიორგი
01 აპრილი 2015 17:14
0
ესაა ერთ-ერთი თანამედროვე ნორმად მიღებული ჰიერარხიული ჩამობერებული გაერთიანება, აგრეთვე ვეთანხმები bs-ს, და სადაც თავად იღებენ ეს ქვეყნები აზრებს, მიიღიონ თუ არა სხვები, ან ვინ მიიღონ, გამოყარონ თუა არა ძველი ოროსნები, თუ კიდევ რა ქნან. ესაა გაზლინქებული მდიდარი ქვეყნების გერთიანება, სადაც სხვებს არ ეკითხებიან და თავად ფიქრობენ, მიიღონ თუ არა ახალი -დღევანდელი ლომები. დანარჩენი არის პლურალისტული ტყლიპინი, დაანახონ სხვებს, რატომ არაო, ან კიდევ აი ვფიქრობთო, მარა "ჯერ" არაოოო. მოკლედ ატრაკებენ და უხარიათ. ეს კი იყო პასუხი ერთ-ერთი წარმატებული გუნდის მიმართ, მერე რომ არ ჩააძახონ ნებისმერმა, თვალებუი სადა გაქვთო, იციან მაგათმა ყველაფერი კარგად, რაც ხდება სმსოფლიო რეგბის განვითარებაში.
ისე ვინმემ საქართველოს მთავრობიდან მათ ქვევრის ფსკერში რომ ჩასძახოს, უკვე დაფაცურდებიან, მერე სხვა პასუხები იქნება. შეიძლება ფაჩქარდეს კიდევაც. და მართლაც მიეხედოს მაგ საკითხს საქართველოს რაგბის სასარგებლოდ. აი როგორც ფეხბურთში ხდება, მანდ პროცესები ცოტა წინაა გადასული.
petroviC
01 აპრილი 2015 14:17
0
კიდევ ერთი არგუმენტი ავიწყდებათ მცირე 6 ერის გამარჯვებულთან ფლეი ოფის შემოღების სასარგებლოდ: 6 ერის ბოლო თამაშებში ჩამორჩენილ გუნდებს სტიმული ექნებათ რომ ბოლომდ იბრძოლოდ რათა ფლეი ოფში არ მოხვდნენ, ეს სანახაობას გაზრდის და შემოსავალსაც, ფული კი მთვარია 6 ერის ორგანიზატორებისათვის!
bs
01 აპრილი 2015 11:25
0
რა ამინდი აუტყტათ ანუ ტალახის გუნდი ვართ?DDD ცოტაც და ხელით თამაშშიც არ ჩაგრჩებით.
sabonis
31 მარტი 2015 21:23
0
საღად მსჯელობენ. მალე მიგვიღებენ.
dudu
31 მარტი 2015 20:49
0
ლომები აჭიკჭიკდნენ? :)
giorgig83
31 მარტი 2015 19:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული