"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად პოლონეთს მიაშურეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების მეორე ეტაპი დაასრულა და გუშინ, 5 აგვისტოს პოლონეთში გაემგზავრა.

"ბორჯღალოსნებმა" მზადების თბილისური ორი ეტაპი ნაყოფიერად გამოიყენეს. მწვრთნელთა შტაბი ძირითად ყურადღებას ფიზმომზადებას აქცევდა, თუმცა თამაშის არც ტაქტიკურ-ტექნიკური მხარეები გამორჩენია მხედველობიდან.

საქართველოს ნაკრები ამჟამად უკვე გდანსკთან ახლოს დაბანაკდა, სადაც ვარჯიშთან ერთად კრიოთერაპიას გაივლის ამისთვის სპეციალურად შექმნილ კრიოკამერებში.

ეს პრაქტიკა უელსის ნაკრებმა დანერგა. მას ახალი ზელანდიისა და ნამიბიის ნაკრებებმაც მიბაძეს. ახლა იმავე პროცედურას, რაც ჩვენი მორაგბეების კონდიციებს საგრძნობლად გაზრდის, "ბორჯღალოსნებიც" გაივლიან.

პოლონეთში საქართველოს ნაკრები ცხრა დღეს დაჰყოფს. მერე
სამშობლოში დაბრუნდება და 24 აგვისტოს გეზს ნისლიანი ალბიონისკენ აიღებს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ოთარ გიორგაძე (აია).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი ტალახაძე (ლელო).
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), მურაზ გიორგაძე (არმაზი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).

მსოფლიოს თასი
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული