"დევონის საგრაფოში მდებარე სასტუმრო Woodbury Park Hotel-ის პერსონალი ამბობს, რომ მსოფლიოს თასის მონაწილე ორი გუნდის, რუმინეთისა და საქართველოს მორაგბეები იქ ყოფნისას ენითაუწერელი რაოდენობის საკვებს "გაანადგურებენ".
ეს ნაკრებები სწორედ ამ სასტუმროში დაბანაკდებიან. ყოველკვირეულად მათ შეკვეთილი აქვთ 700 კილოგრამი ხორცი და 400 კგ თევზი.
მორაგბეები გულგრილნი არც კვერცხის მიმართ არიან - ფაქტია, რომ სასტუმრო ამ ორი გუნდისთვის კვირაში 4 000 ათას
სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ ისინი ელიტური სპორტსმენები არიან და ბუნებრივია, ნორმალური ადამიანის რაციონზე დაახლოებით ორჯერ მეტს მიიღებენ - 4,5 ათას კალორიას დღეში.
მორაგბეთა მენიუში სასმელიც არ არის დავიწყებული: ერთი-ორი ჭიქა ღვინო დობროგეას რეგიონიდან (რუმინეთი) და ქართული ლუდი "ნატახტარი".
ეს ორი გუნდი მსოფლიოს თასის მატჩებს ექსიტერში, "სანდი პარკზე" გამართავს, ხოლო ვარჯიშს სასტუმროს მოედანზე ჩაატარებს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ქალაქში მსოფლიოს თასის ერთ თამაშს გამართავს - 7 ოქტომბერს ნამიბიას დაუპირისპირდება.