აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ის 3 ქულა საჯარიმოდან ლაშა მალაღურაძემ მოუტანა.
შეხვედრაში გარდამტეხი მეორე ტაიმში ბექა გორგაძის 10 წუთით გაძევება გახდა, რა დროშიც მეტოქემ 17 ქულას მოუყარა თავი. "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ მატჩის მიწურულსღა შეძლეს ლელოს გატანა - თავი ანტონ ფეიქრიშვილმა გამოიჩინა, ბექა წიკლაურმა კი გარდასახა და საბოლოო ანგარიში
მანამდე გამართულ შეხვედრაში კი მზარდმა ირლანდიამ ურუგვაის ნაკრებს სძლია - 33:7 და ვადამდე გაინაღდა პირველობა.
თბილისის თასზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 21 ივნისს, სწორედ მზარდ ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი ერთამენთს 17:00 სთ-ზე ურუგვაი და მზარდი იტალია დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი; 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. ირაკლი მირცხულავა 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე 6. საბა შუბითიძე, 7. ბექა გორგაძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. არჩილ ბეჟიაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ბექა წიკლაური.
ურუგვაისთან 2 გაგდება.
აქ ერთი და უკვე დამარცხების მომტანი!