საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისის თასზე მზარდ იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
17 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის თასი 2015-ზე მეორე ტურის შეხვედრა მზარდი იტალიის ნაკრებთან გამართა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 10:26 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ის 3 ქულა საჯარიმოდან ლაშა მალაღურაძემ მოუტანა.

შეხვედრაში გარდამტეხი მეორე ტაიმში ბექა გორგაძის 10 წუთით გაძევება გახდა, რა დროშიც მეტოქემ 17 ქულას მოუყარა თავი. "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ მატჩის მიწურულსღა შეძლეს ლელოს გატანა - თავი ანტონ ფეიქრიშვილმა გამოიჩინა, ბექა წიკლაურმა კი გარდასახა და საბოლოო ანგარიში
დააფიქსირა.

მანამდე გამართულ შეხვედრაში კი მზარდმა ირლანდიამ ურუგვაის ნაკრებს სძლია - 33:7 და ვადამდე გაინაღდა პირველობა.

თბილისის თასზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 21 ივნისს, სწორედ მზარდ ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი ერთამენთს 17:00 სთ-ზე ურუგვაი და მზარდი იტალია დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი; 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. ირაკლი მირცხულავა 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე 6. საბა შუბითიძე, 7. ბექა გორგაძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. არჩილ ბეჟიაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თავები მაღლა ბიჭებო!!!არ შედრკეთ!!! ტრაგედია არ შექმნათ მაგ წაგებიდან, გაანალიზეთ, მიაგენით მიზეზს/ებს და გამოასწორეთ, განვითარდით, წინ დიდი შრომა გელით და ყოველთვის ჩვენი დიდი მხარდაჭერა და სიყვარული
რეზო110
18 ივნისი 2015 09:49
0
ra shuashia aq natesavi da ase shemdeg vitaashet bevri shecdoma daushvit da wavaget,cudia getanxmebi maragram ese gamwarebit saweri da lanzva ar mimachnia sworat
tornike
18 ივნისი 2015 01:52
0
მართალია წავაგეთ და დისციპლინის მხრივ ხარვეზები იყო, მაგრამ ეს ბიჭები არიან ღირსეული ხალხი! ერთი წაგება არაფერია, მთავარი წინ არის! ესენი სათქმელს იტყვიან მსოფლიოზე. გაუმარჯოს ქართველ რაგბისტებს!!!
Goga
18 ივნისი 2015 00:38
0
რომელია შენი ნათესავი)) აბა ისე ამათ არავინ არ დაიცავს რაც დგეს ქნეს
macmelouns
17 ივნისი 2015 23:58
0
რა დამპალ გუნდთან წავაგეთ ქართველები ესეთი ერი ვართ ერთხელ რო შეგაქებენ ეგრევე უკან მიდიხარ და თავში გივარდება ეგრე მოუვიდათ ამათ ეს რა ქნეს სირცხვილია
modi ra
17 ივნისი 2015 23:57
0
არ გინდათ ბიჭო სუ ეს პროფესორული კრიტიკა რა და ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა - ქვეყნებს და ფინანსებს და ლიგებს შეხედეთ, რასაც ატყაჭუნებთ ვიცით ყველაფერი ეგ და საქმე გააკეთეთ - რაგბს დაეხმარეთ და მაგ ბიჭებს თავი დაანებეთ ...
macmelouni
17 ივნისი 2015 23:29
0
აი რატომ არის 6 ერის კარი დახურული საქართველოს ნაკრებისთვის! საქართველოს ნაკრები როგორი ექსპერიმენტულიც არ უნდა იყოს იტალიის მეორე ნაკრებთან ამხელა ანგარიშით არ უნდა აგებდეს! წაგება ერთია და თამაშის ხარისხი,დისციპლინა ამდენი ჯარიმები და ყოველ თამაშში მინიმუმ ერთ კაცს გვიგდებენ!
luiji
17 ივნისი 2015 21:55
0
გუნდს არ უვარგა დსიციპლინა!!!

ურუგვაისთან 2 გაგდება.
აქ ერთი და უკვე დამარცხების მომტანი!
Lado
17 ივნისი 2015 21:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული