რუსები ახალ ზელანდიაში ემზადებიან

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებაზე ახალ ზელანდიაში იმყოფება. რუსები, მსოფლიოს თასისთვის, ინგლისელი მწვრთნელის, სტივ დაიმონდის ხელმძღვანელობით ემზადებიან.

ახლახან რუსეთის ნაკრებმა საწვრთნელი შეხვედრა გამართა ტარანაკის ახალგაზრდულ გუნდთან და 33:24 მოიგო. ჩვენმა მუდმივმა მეტოქეებმა ტარანაკელებს ხუთი ლელო გაუტანეს, მათ შორის ერთი ვალერი ცნობილაძის ანგარიშზეა. რუსთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძეც.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის რაგბის კავშირმა ნაკრებში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ავსტრალიელი პაულ ჰენრი მიიწვია.

რუსები მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს სამხრეთ ქენთერბერის გუნდთან გამართავენ. ერთა თასზე
კი პირველ ტურში სტუმრად ითამაშებენ მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული