ახლახან რუსეთის ნაკრებმა საწვრთნელი შეხვედრა გამართა ტარანაკის ახალგაზრდულ გუნდთან და 33:24 მოიგო. ჩვენმა მუდმივმა მეტოქეებმა ტარანაკელებს ხუთი ლელო გაუტანეს, მათ შორის ერთი ვალერი ცნობილაძის ანგარიშზეა. რუსთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძეც.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის რაგბის კავშირმა ნაკრებში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ავსტრალიელი პაულ ჰენრი მიიწვია.
რუსები მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს სამხრეთ ქენთერბერის გუნდთან გამართავენ. ერთა თასზე
.