ჯონსი ამჟამად ლოს ანჯელესშია, სადაც 10, ეგრეთ წოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედი წყდება მსოფლიო რაგბის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებაზე. ავსტრალიელი სპეციალისტი იქ მეორე დონის ქვეყნებს ლობირებს კარგი ტესტების მოსაპოვებლად.
"გარდიანთან" ისაუბრა მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციის საშეჯიბრებო შეფმა მარკ იგანმა, რომელმაც ერთი ჩვენთვის საინტერესო ფრაზაც თქვა:
"მეორე
"ბოლო მსოფლიოს თასი ყველაზე წარმატებული იყო, 30%-ით მეტი ლელო გავიდა და I და II დონის ქვეყნების თამაშებში სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა".
"ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი მეოთხედფინალისტი ვიხილოთ მეორე დონის გუნდებიდან".
"მეორე დონის გუნდებისთვის კარგი ტესტები უნდა მომრავლდეს. მალე აშშ-ს ბრწყინვალე ტესტები ელის. ასევე, დაგეგმილია ირლანდიისა და შოტლანდიის ტური საქართველოსა და იაპონიაში".
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, როდესაც მსოფლიო რაგბის ოფიციალური პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, იმედისმომცემია.
შეგახსენებთ, რომ ამას წინათ უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა გაამხილა, რომ მისი გუნდი მზადაა, ტესტმატჩში "მილენიუმზე" უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს.
ეს კი უკვე სამი კარგი ტესტია "ბორჯღალოსნებისთვის" - სტუმრად უელსთან და შინ ირლანდიასა და შოტლანდიასთან.