"ბორჯღალოსნების" ახალი კვართები მსოფლიოს თასი 2015-ისთვის [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში შავი და წითელი კვართებით იასპარეზებს, რომლებიც "ბორჯღალოსანთა" ეკიპირების მწარმოებლის, "ანდერ არმორის" ტექნოლოგიითაა დამზადებული.

კვართზე გამოსახულია "ბორჯღალი", "მსოფლიოს თასის ლოგო" და მწარმოებლის ნიშანი, ხოლო ძველი ქართული მხედრული ლეგენდის თანახმად, ზურგზე ამოქარგულია ვაზი.

ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული მაისურა საკმაოდ მჩატეა და მეტოქისთვის მასზე ჩაჭიდება რთულია. გარდა ამისა, კვართზე დამატებულია სარაგბო სამყაროში უკვე ფართოდ გავრცელებული ფუნქციონალური, ჟელესებრი პანელები, რომლებიც ბურთის შეჭიდებას უწყობს ხელს.

სათამაშო ფორმის საპრეზენტაციო ფოტოსესიაში "ბორჯღალოსნებმა": მამუკა გორგოძემ, ლაშა ხმალაძემ, დავით კაჭარავამ და ლაშა ლომიძემ
ინგლისში გამგზავრებამდე მიიღეს მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აქვე გაცნობებთ, რომ მსოფლიოს თასზე ტონგასთან (19 სექტემბერი) და არგენტინასთან (25 სექტემბერი) ჩვენი ნაკრები შავი კვართებით ითამაშებს, ხოლო ახალ ზელანდიას (2 ოქტომბერი) და ნამიბიას (7 ოქტომბერი) "ბორჯღალოსნები" წითელი კვართებით დაუპირისპირდებიან.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ნამდვილი ქართული გენი! გაიხარეთ! გისურვებთ წარმატებებს!
ვაჟა
12:22 01-09-2015
0
რა ღირს ეს ფორმა მაღაზიაში ხომ არ იცით?
ანდრო
13:56 01-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული