The Telegraph: სად შეიძლება ლონდონში "ბორჯღალოსანთა" გულშემატკივრობა

AutoSharing Option
The Telegraph რაგბის მსოფლიოს თასის სულ სხვანაირ წინათქმას გვთავაზობს - სად შეიძლება ლონდონში 20-ვე მონაწილე ნაკრების გულშემატკივრობა. გამოცემა გვთავაზობს მსოფლიოს თასზე მონაწილე ქვეყნების პაბებს.

რას სთავაზობს The Telegraph ლონდონში "ბორჯღალოსანთა" ფანებს?

"შეგვიძლია ლონდონში ქართული პაბი ვიპოვნოთ? სამწუხაროდ არა. მაგრამ რესტორანი "თამადა" სეტნ ჯონს ვუდიდან მრავალფეროვანი ნატურალური ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. ხინკლით, ხაჭაპურით და სხვა.

რომ იცოდეთ, "თამადა" ინგლისურად სუფრის წინამძღოლს, ტოსტმასტერს ნიშნავს. თამადა არის პერსონა, რომელიც მჭერმეტყველად უძღვება ტრადიციულ ქართულ ფიესტას - "სუფრას".

რის შეკვეთას გირჩევთ? ქართულ კერძების დიდი არჩევანია, შემდეგ კი ჩაბრძანდით
იქვე "ჯეთლეგ ბარში", სადაც თამაშების ყურება შესაძლებელია",- წერს საიტი.

"თამადა" ლონდონური რესტორანია, სადაც 6 ცალ ხინკალს 15 ფუნტ სტერლინგად მიირთმევთ, ჩაქაფულის ფასი 16,5 ფუნტია, აჯაფსანდალი 9,5 ღირს, ხოლო შქმერული - 13. იმერული ხაჭაპური 7,5 ფუნტია, აჭარული - 12. ერთი ბოთლი "მწვანე" 20 ფუნტი ჯდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო - ჰოო, რა ფასებიაა! "ვსიო", გავხსნა უნდა რესტორანი... ლონდონში. მორჩა! გადაწყვეტილია! )))
ინფლაციაა? )))
21:42 17-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული