11:09 19-09-2015
მსოფლიოს თასის გახსნის ცერემონიალზე ილია ზედგენიძეც წარსდგა [VIDEO]
AutoSharing Option
ტურნირს, რომელშიც მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი იბრძოლებს, 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ინგლისი უმასპინძლებს. ხუთგუნდიანი ჯგუფებიდან 1/4-ფინალში ასპარეზობას 2-2 საუკეთესო გააგრძელებს.
ლონდონში, "ტვიკენჰემის" 82-ათასიან სტადიონზე გამართულ გახსნის ცერემონიალზე, რომელც წინ უსწრებდა მასპინძელი ინგლისისა და ფიჯის შეხვედრას, მსოფლიო რაგბის 20 ლეგენდას შორის წარსულში ცნობილი ქართველი მორაგბე, ამჟამად ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი ილია ზედგენიძეც წარსდგა.
ზედგინიძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 2003, 2007 და 2011 წლებში. ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 65 ქულა მოუტანა. ამჟამად ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული