14:47 19-09-2015
მამუკა გორგოძის ლელოთი ტონგას პირველი ტაიმი მოვუგეთ [VIDEO]
AutoSharing Option
მე-10 წუთზე ანგარიში კუნძულელებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც შერკინებაში დავჯარიმდით. კურტ მორატმა ზუსტად დაარტყა.
"ბორჯღალოსნებს" გათანაბრების საშუალება აქედან სამ წუთში მიეცათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
მეორედ ამის შანსი "მეკოს" უკვე მე-19 წუთზე გაუჩნდა და ამჯერად მისი დარტყმული უკვე ზუსტი აღმოჩნდა - 3:3.
და აი, 28-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი იერიში ჩვენმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ლელოთი დააგვირგვინა! კვირიკაშვილმა მარტივად გარდასახა და საქართველო ანგარიშში წინ გავიდა - 10:3!
39-ე წუთზე ტონგელებმა საპასუხო ლელო დაგვიდეს, თუმცა მათი სიხარული ამაო აღმოჩნდა - არბიტრმა მანამდე კუნძულელებზე წინ თამაში დააფიქსირა... ტაიმიც იქვე, ჩვენი მოგებული შერკინებით დასრულდა.
გუნდებმა შეისვენეს და თამაში განახლდა...
სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა 50-ე წუთზე მას შემდეგ გვქონდა, რაც შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მივიღეთ, მაგრამ "მეკოს" დარტყმა მეორედ გაუცუდდა...
და 56-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ტონგას მეორე ლელო დაუდო! ბურთი ჩათვლის მოედანში გიორგი თხილაიშვილმა დადო, თუმცა ამაში უდიდესი წვლილი მერაბ კვირიკაშვილს მიუძღვის, რომელმაც ფრთაზე ისე ჩაირბინა, კუნძულელთა მთელი გუნდი უსაქმოდ დატოვა...
"მეკომ" გარდასახა და ანგარიში 17:3 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ტონგამ მთელი ძალით შემოგვიტია, თამაში ჩვენი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს წარიმართა, რაც 72-ე წუთზე მათი ლელოთი დასრულდა - თავი ფეტუუ ვაინიკოლომ გამოიჩინა, კურტ მორატიმ კი გარდასახა. ამასთან, მსაჯმა კაცნაკლულიც დაგვტოვა - მოედანი კვირიკაშვილმა დატოვა.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჩვენი მოგებული შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, ლაშა მალაღურაძემ მატჩის ბედის ვადამდე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
გილოცავთ, უმძემესი ბოლო წუთები გადავიტანეთ და მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ტონგა: 15. ვუნკაგოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ვილიამი ჰელუ, 12. სიალე პიუტაუ, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სტივ მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰალე ტეპოლე, 20. ჯეკ რამი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მთავარი თამაში მოვიგეთ, ფსიქოლოგიური ტვირთი მოვიცილეთ, არგენტინა ცოტა ზემოდან გვიყურებს, ჩვენი მორკინალები ისე დახვდებიან ,რომ მერე მიხვდებიან ვისთან აქვთ საქმე , მაგრამ გვიანი იქნება, ვეღარ დაალაგებენ თამაშს