დღის კარიკატურა: გულივერა და ტონგელები

AutoSharing Option
ჯონათან სვიფტის ნაწარმოებში ერთი საინტერესო ეპიზოდია - გულივერი ლილიპუტებს მეზობელ კუნძულელებთან ბრძოლაში დაეხმარება და მტრის ფლოტს მთლიანად "წამოასხამს"...

საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძესაც გულივერას ეძახიან, ტონგელებიც კუნძულელები არიან...

სწორედ მამუკას ეფექტური გარჯისა და მშვენიერი ლელოს წყალობით დაამარცხა საქართველომ ტონგა 17:10. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების ყველაზე ფასეული გამარჯვება მსოფლიოს თასებზე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტონგაა ეგ გიო, ტოგო დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს ჰქვია...
zura1504
13:35 22-09-2015
0
რომელ ქვეყანას ჰქვია ტოგო? :D :D :D :D :D
fraternity
13:20 22-09-2015
0

სიახლეები პოპულარული