ქართველი მორაგბეები მსოფლიოს თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების პირველი ტური რომ მიილია სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ, საუკეთესო მორაგბეთა კრებულის თავისი ვერსია გამოაქვეყნა.

ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკის" ვერსიით პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბეა. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე და შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს, რომელმაც რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა, სიმბოლურში ადგილი შვიდ ნომრად მიუჩინეს.

"არა, ნამდვილად ვიცით, რომ მამუკა გორგოძე რვა ნომერი იყო, მაგრამ ის იმდენად ბრწინვალედ გაისარჯა, რომ მისი სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვება არ გვინდოდა. ამიტომ, რვა ნომერი ლუი პიკამოლს ჩავაბარეთ,
შვიდზე კი მამუკა გავამწესეთ", - წერს "მიდი ოლიმპიკი"

ეს გაზეთი ეპითეტებს არც ნარიაშვილის მიმართ იშურებს:

"საქართველოს ნაკრებისთვის ტონგასთან გამარჯვება მისი მძლავრი შერკინების ბრწყინვალედ გარჯის შედეგი უნდა ყოფილიყო. ეს ასეც მოხდა. მორკნალებს შორის გამორჩეული კი მიხეილ ნარიაშვილი იყო".

კიდევ უფრო მეტი ქართველი შეიყვანა სიმბოლურში "პლანეტრაგბიმ". აქ ნარიაშვილსა და გორგოძეს ჩვენი ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაემატა.

"ახალგაზრდა ცხრა ნომერს წამითაც არ შეუხრია წარბი. ის უნარიანად ანაწილებდა ბურთს და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან მაინტერესებს სიმბოლური ნაკრების შემადგენლობის გამოქვეყნება რა სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუ საიდუმლოა.
გელა
12:20 22-09-2015
0
სრულ ინფორმაციას ვერ იძლევით
vaxvax
12:41 22-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული