ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკის" ვერსიით პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბეა. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე და შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გორგოძეს, რომელმაც რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა, სიმბოლურში ადგილი შვიდ ნომრად მიუჩინეს.
"არა, ნამდვილად ვიცით, რომ მამუკა გორგოძე რვა ნომერი იყო, მაგრამ ის იმდენად ბრწინვალედ გაისარჯა, რომ მისი სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვება არ გვინდოდა. ამიტომ, რვა ნომერი ლუი პიკამოლს ჩავაბარეთ,
ეს გაზეთი ეპითეტებს არც ნარიაშვილის მიმართ იშურებს:
"საქართველოს ნაკრებისთვის ტონგასთან გამარჯვება მისი მძლავრი შერკინების ბრწყინვალედ გარჯის შედეგი უნდა ყოფილიყო. ეს ასეც მოხდა. მორკნალებს შორის გამორჩეული კი მიხეილ ნარიაშვილი იყო".
კიდევ უფრო მეტი ქართველი შეიყვანა სიმბოლურში "პლანეტრაგბიმ". აქ ნარიაშვილსა და გორგოძეს ჩვენი ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაემატა.
"ახალგაზრდა ცხრა ნომერს წამითაც არ შეუხრია წარბი. ის უნარიანად ანაწილებდა ბურთს და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"