- როდესაც მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია გაქვთ, თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა ტონგას ნაკრებს მოუგოს. ეს ასეც მოხდა. გვიამბეთ, რის ხარჯზე მოახერხა საქართველოს ნაკრებმა კუნძულელებთან გამარჯვება?
- ვიცოდით, რომ ტონგასთან მოგება
ჯამურად 226 ბოჭვა განვახორციელეთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს იმ სამთვიანი მზადების შედეგია, რომელიც გავიარეთ. ფიზიკური მზადების პროგრამის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამ მატჩისთვის ასეთ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავით. ჩვენ კმაყოფილი ვართ.
- იქნებ ისიც ვთქვათ, რა ვერ გააკეთა ჩვენმა გუნდმა?
- ბურთის ფლობის კოეფიციენტი 28 პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ბურთი არ გვქონია. მიუხედავად ამისა, იმ მცირე დროში, როცა ბურთს ვფლობდით, შევძელით ორი ლელოს გატანა. კარგი იქნებოდა, ბურთი მეტად შეგვენარჩუნებინა და დრო მეტწილად შეტევაში გაგვეტარებინა. ახლა ამაზე ვიმუშავებთ, რომ ეს კომპონენტი მომავალ მატჩში გამოვასწოროთ.
- მომავალი მეტოქე არგენტინის ნაკრებია. როგორ დაახასიათებდით ამ გუნდს?
- არგენტინასთან ძალიან რთული თამაში გვექნება. ეს გუნდი უკვე სამი წელიწადია ოთხ ერში ასპარეზობს და შეუძლია მაღალი დონის რაგბი ითამაშოს, დიდ გუნდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. "პუმებს" კარგი შერკინება ჰყავთ, ფულბეკი და გარემარბებიც ძლიერები არიან. ალბათ, თამაშს გაგვიშლიან და ჩვენ ზურგს უკან ბურთის ფეხით დაკიდებას ეცდებიან.
- რა შეიძლება ჩვენ მათ დავუპირისპიროთ?
- ჩვენი თამაშის სტრატეგია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ წნეხს არგენტინელები განიცდიან. ჩვენ უნდა გავიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ რაგბის თამაშით.
ტონგასთან მოგებამ ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა შემატა. კარგად იციან, არგენტინა რა დონის გუნდიცაა. ჩვენ საკუთარი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს მეტოქეს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თამაში სანახაობრივად კარგი გამოვიდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"