"ქართველები ისე ვნებით თამაშობენ, რომ მათი გატეხვა ძალიან ძნელი იქნება"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 25 სექტმებერს, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" მსოფლიოს თასის გათამაშების მორიგ მატჩში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

დღეს, 24 საქტემბერს საღამოს "ბორჯღალოსნები" გლოსთერის სტადიონს კაპიტნის ვარჯიშის გასამართად ესტუმრებიან. გუნდი მატჩის წინ ძალზე მოტივირებულია და მოთამაშეებში საკუთარი თავის რწმენამ ტონგასთან გამარჯვების შემდეგ საგრძნობლად იმატა.

ქართველმა მორაგბეებმა არგენტინის ნაკრებთან მატჩის მოლოდინზე ისაუბრეს.

"ვფიქრობ, ორივე გუნდს კარგი შემადგენლობა გვყავს. ასე რომ, ეს მატჩი მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უკეთესად მოემზადება - სტრატეგიულად უკეთესად ვინც ითამაშებს და ბურთის ფლობაც ექნება, სწორედ ის გუნდი
მოიგებს, - განაცხადა ლევან დათუნაშვილმა. - ჩემთვის ეს მსოფლიოს თასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ტურნირის შემდეგ, სავარაუდოდ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ და საკლუბოზე გადავერთვები. ასე რომ, ჩემი კარიერა საქართველოს ნაკრებში კარგ ნოტაზე მინდა დავასრულო".

შუამარბ მერაბ შარიქაძის აზრით კი, მნიშვნელოვანია, მატჩისთვის მზადებისას დიდი ყურადღება შეტევას რომ დაეთმო.

"ორივე გუნდს საოცრად ძლიერი მორკინალები გვყავს, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რომელი აჯობებს. ამიტომ სტატიკური კომპონენტების გარდა, სხვა მხარეებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ტონგასთან მეტწილად თავს ვიცავდით, ამიტომაც ვარჯიშებზე მეტი ყურადღება შეტევას დავუთმეთ.

ყველას მიაჩნია, რომ არგენტინა გაიმარჯვებს, შესაბამისად, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ვიდრე სამხრეთ აფრიკას შეერკინებოდა, იაპონია ჩვენ გვეთამაშა და ფაქტობრივად, ბოლო წუთებზე შეძლეს გამარჯვება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველასთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში".

არგენტინული რაგბის ერთ-ერთ ლეგენდას, "ტულონში" მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის თანაგუნდელ ხუან მარტინ ფერნანდეს ლობეს მიაჩნია, რომ მის გუნდს უკან დასახევი გზა არ აქვს და ითვალისწინებს იმას, რომ ხვალინდელი თამაშის წაგების შემთხვევაში, არგენტინას ფაქტობრივად, შინ მოუწევს წასვლა.

"ამაზე ფიქრი ჩვენ მხრებზე გვაწევს. - თქვა მან, "ბორჯღალოსნების" დახასიათებისას კი დასძინა - ძალიან კარგად ორგანიზებული და აგრესიული დაცვა ჰყავთ. მაინც და მაინც შემტევი ტაქტიკით არა, მაგრამ ისეთი სულიერი განწყობით და ვნებით თამაშობენ, რომ მათი გატეხვა ძალიან ძნელი იქნება.

დინამიურად უნდა ვითამაშოთ. ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას დინამიურად ვეთამაშეთ და იგივე უნდა ვცადოთ საქართველოს წინააღმდეგ".

მას ასევე მიაჩნია, რომ ხვალინდელი თამაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რკენა ახალ ზელანდიასთან:

"უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხვალინდელი მატჩი გადაწყვეტს ჩვენ ბედს ამ მსოფლიოზე. ჩვენ ან მოვიგებთ, ან მოგვიწევს კიდევ ოთხწლიანი ლოდინი.

წარმოიდგინეთ რა ხდება ახლა ქართველთა ბანაკში. ვერავინ გაბედავს იმის თქმას ან წარმოდგენას, რომ სათამაშო გეგმას ისე არ დახვეწენ, რომ ხვალ ჩვენ არ მოგვიგონ. თუ ამას მოახერხებენ, ერთი ფეხით უკვე მეოთხედფინალში იქნებიან და სწორედ ეს არის მათი მოტივაცია.

ჩვენ კი ვიცით, რომ ამისთვის ოთხი წლის განმავლობაში ვემზადებოდით და მარტივად ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქროს ბიცჰები ხარტ.
gigilo
13:06 25-09-2015
0
მათი გატეხვა ძნელი არაა, ეს შეუძლებელია!
vato
15:50 25-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული