"მართალია, საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიისთვის სრულიად უცნობი გუნდია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონები ნამდვილად უფრთხიან "გორგოძილას", ქართველთა უკომპრომისო კაპიტან მამუკა გორგოძეს.
რიჩი მაკქოუმ თქვა, რომ 99%-ით მათი ვარჯიში საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ, ზელანდიის სწორად თამაშის ტაქტიკას მიეძღვნა. მაგრამ მოთამაშეებმა არ დამალეს არც ის, რომ სპეციალურად იფიქრეს, როგორ გააჩერონ ქართველი "ბეჰემოთი" გორგოძე.
ლაიამ მესემი, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს, "ტულონის" ფორვარდს "ვეებერთელა
მას 12-წლიანი სატესტო გამოცდილება აქვს, რომლებშიც გორგოძემ უშიშარი მეომრის რეპუტაცია დაიმკვიდრა, რომლის გამოც ის ხშირად ზარალდება.
ის მეშვიდე ადგილზეა ტესტ-მატჩებში მიღებული სინბინებით. გავიხსენოთ მატჩი არგენტინასთან, როცა მან ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველო მხოლოდ 9:14-ს აგებდა. სანამ გორგოძე გაძევებული იყო, არგენტინამ სამი ლელო დადო და ანგარიში 9:35 გახდა.
მაგრამ სწორედ ის იყო ტონგასთან მოგების (17:10) გმირი. გორგოძის ძალისმიერი ლელოთი საქართველო წინ გავიდა შესვენების წინ.
მხოლოდ ეს ლელო არ იყო, გორგოძემ ტონგასთან თამაშში 24 ბოჭვა გააკეთა. ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.
"ის, რა თქმა უნდა, საუკეთესოა მეტოქის შემადგენლობაში. გორგოძეს უყვარს ბურთით წინ გაქცევა, ასე რომ, დიდი ბრძოლა გველის", - ეს უკვე კირან რიდის სიტყვებია, რომელიც 196 სმ სიმაღლისა და 118-კილოიან ქართველთან შედარებით ჯუჯად მოჩანს.
63 ტესტ-მატჩში გორგოძემ 24 ლელო დადო. "ოლ ბლექსის" ბურჯი სემ უაითლოქი მას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს ხაზში:
"ვიცით, რომ მათ უყვართ შერკინებით მიწოლა, სწორედ ამის შედეგია გორგოძის ბევრი ლელო", - ამბობს უაითლოკი.
"ქართველებს დიდი ბიჭები ჰყავთ, რომელთაც უყვართ კონტაქტში შესვლა, ასე იგებენ ისინი ტესტ-მატჩებს", - ამბობს გუნდის კაპიტანი რიჩი მაკქოუ.
პარასკევის მატჩში გორგოძე 7 ნომრად ითამაშებს. ასე რომ, "ოლ ბლექსის" ათიან დენ კარტერს ჯაფა ელის და ის მაკქოუს, რიდისა და ჯერომ კაინოს დახმარებას საჭიროებს. კარტერი "ოლ ბლექსის" ერთადერთი ათიანია, რომელსაც ტრავმა არა აქვს. ამიტომაც ყველაზე მეტად ზელანდიელებს ის არ სურთ, რომ კარტერი გორგოძემ გადათელოს.
"იმედი მაქვს, რომ მას უფრო დაცვა მოუწევს და არა შეტევა, მაგრამ ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა. მე ვნახე, რას აკეთებდა პირველ ორ თამაშში გორგოძე, ის ქართველთა საუკეთესო იარაღია", - ამბობს ზელანდიელთა პლეიმეიქერი.
ლელო, ლელო, საქართველო!!!