საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის მე-3 ტურში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 10:43 დამარცხდა.

ეს "ბორჯღალოსანთა" პირველი დაპირისპირება იყო მსოფლიოს რეიტინგში ნომერ პირველ ნაკრებთან.


ზელანდიელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ ლელო და გარდასახვით - 7:0.

მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დაუდო "ოლ ბლექსს", თავი ბექა წიკლაურმა გამოიჩინა, ხოლო მალაღურაძემ გარდასახა - 7:7.

ტაიმი ზელანდიის ნაკრებმა 22:10 მოიგო, მალაღურაძის ანგარიშზე ერთი ზუსტი საჯარიმოა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, მილტონ ჰეიგის
კრებული 10:43 დამარცხდა.

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს იყო ის რაც ქართველ გულშემატკივარს უნდოდა გაიხარეთ ბიჭებო და გაგაძლიეროთ გმერთმა,,პირველ მოგებულ თამაშს ეს წაგებული თამაში ბევრად ჯობდა,მაგრები ხართ.
qartveli
09:55 03-10-2015
0
ყოჩაღთ ბიჭებო,წუხელ თქვენ დაამტკიცედ, რომ თამაში ყველაზე ძლიერ გუნდთანაც შეგიძლით, თუნდაც უკაპიტნოდ. ვთვლი, რომ გუშინ ყველა ნამდვილი გმირი იყავით, რომელთა შორის ლაშე მალაღურაძე აშკარად გომორჩეული იყო.გაიხარეთ ბიჭებო, დიდ წარმატებას გისურვებთ ნამიბიასთან ბრძოლაში.
gizo
08:36 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული