მილტონ ჰეიგი: ეს ბიჭები იმსახურებენ 7 ერში ყოფნას!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე შეხვედრა მოქმედ ჩემიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 10:43 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნები" პლანეტის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად გაისარჯნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს.

თამაშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც მილტონ ჰეიგმა გააკეთა:

"ამ კვირის განმავლობაში ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ ეს თამაში საქართელოს სიამაყით, საკუთარი ქვეყნისთვის
და ქართული რაგბის მომავლისთვის ეთამაშათ. მატჩის მსვლელობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ემოციით განვითარდა და მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

მე ამაყი ვარ ასევე, როგორც ახალზელანდიელი. ვამაყობ გამარჯვებული მხარითაც და ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები ნამდვილი ჩემპიონები არიან

ჩვენი პრიორიტეტი ის არის, რომ სარაგბო სამყარომ ჩვენი შესაძლებლობები აღიაროს. როგორც კი ამაზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ 7 ერში ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა 6 ერის მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა მილტონ!!! მადლობა შენი შრომისთვის, ოფლისთვის, ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ქართულს სულს ცემ პატივს და ბიჭებს ეს შეუნარჩუნე კიდეც!!!
ჯავახელი
16:31 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული