საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე შეხვედრა მოქმედ ჩემიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 10:43 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]
"ოლ ბლექსის" ჰაკა და "ბორჯღალოსნების" რეაქცია [VIDEO]
"ოლ ბლექსის" ჰაკა და "ბორჯღალოსნების" რეაქცია [VIDEO]
მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნები" პლანეტის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად გაისარჯნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს. ის წლევანდელ მსოფლიო თასზე მეორედ (მანამდე ტონგასთან), ხოლო ჯამში მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან).
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ამ თამაშით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალი ზელანდიასთან გამართულ რკენაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.”
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით