მსოფლიოს თასი 2015: მერაბ შარიქაძე ბოლოსწინა ტურის ტოპ-ათეულის სათავეში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლოსწინა კვირის საუკეთესო ათი მორაგბის სათავეში მოექცა.

გამოკითხვა ტურნირის ერთ-ერთი სპონსორის, "დურასელის" ორგანიზებით ჩატარდა და "დეილი მეილზე" გამოქვეყნდა. შარიქაძემ 81 ქულა დააგროვა და ერთი ქულით აჯობა ფიჯის ფლანკერ აკაპუსი კერას.

ამ მეტად პოპულარულ და საკმაოდ კვალიფიციურ გამოცემას შეცდომა მოსვლია. შარიქაძის დახასიათებისას, ის "ბორჯღალოსნების" ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილში აერია და "მეკოს" მიერ გატანილი ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიაწერა.

სხვა მხრივ, შარიქაძე მართლაც გამორჩეული იყო იმ მატჩში და სამართლიანადაც მოხვდა საუკეთესოთა შორის.

მის თაობაზე ნამიბიასთან მატჩის შემდეგ საგანგებოდ დამეკითხა ბრიტანული გამოცემა "ინდეპენდენტის" სარაგბო მიმომხილველი კრის ჰევეტი. მისი ყურადღება ასევე შერკინების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა მიიპყრო. ცხადია, მამუკა გორგოძე მსოფლიო დონის მორაგბეა, თუმცა ეს ბიჭებიც ძალიან მაგარი მორაგბეები არიანო.

საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ჩემს ბრიტანელ კოლეგას, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე გავიცანი, ნამდვილად დაეჯერება.

საუკეთესო ათეული

1. მერაბ შარიქაძე (საქართველო) - 81 ქულა, 2. აკაპუსი კერა (ფიჯი) - 80, 3. დუეინ ვერმულენი (სამხრეთი აფრიკა) - 78, 4. ლოდევიკ დე იაგერი (სამხრეთი აფრიკა) - 76, 5. ლეროი ატალიფო (ფიჯი) - 75, 6. ებენ ესტებესი (სამხრეთი აფრიკა) - 74, 7. ლუკ ტომპსონი (იაპონია) - 73, 8. პოლ პერესი (სამოა) - 72, 9. ფრანსუა ლოუ (სამხრეთი აფრიკა) - 69, 10. პოლ ოკონელი (ირლანდია) - 68.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერაბ შარიქაძე ის ბიჭია, ვინც წარმატებით ჩაანაცვლებს მამუკას, როგორც ლიდერს! მე მისი ფანი ვარ!
0
რა მშრალი სტატიებია. მაგარი უკმაყოფილო ვარ.
Raul
10:37 13-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული