ESPN-ის ჟურნალისტი
გრეგ გროუდენი საინტერესო იდეას გვთავაზობს - სტატიაში მან წამოაყენა იდეა, რომ მსოფლიოს თასზე გათამაშდეს სინის, ფიალის და ფარის პრიზებიც.
იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაგბის მეორე დონის ქვეყნებს მეტი მაღალი დონის თამაშების გამართვის შანსი მიეცეთ მსოფლიოს თასზევე.
ამ იდეის მიხედვით, ახლა სინისთვის ბრძოლის ნახევარფინალში ერთმანეთს საქართველო და იტალია (აგრეთვე, ინგლისი და იაპონია) უნდა შეხვედროდნენ. მართლაც, საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა ჩვენთვის.
"ასეთი იდეა მეორე დონის ქვეყნების ბრწყინვალე თამაშების გამო მომივიდა. ეს ქვეყნები იმსახურებენ მეტ შანსს. ჩემი ფავორიტი მომენტი იაპონიის მიერ
სამხრეთ აფრიკის დამარცხებაა. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 8 წლის წინათ იაპონიამ ავსტრალიასთან 88 ქულით წააგო. მახსენდება ფულბეკ ბექა წიკლაურის ბრწყინვალე ლელო "ოლ ბლექსთან" თამაშში, ფიჯის მიძალება ავსტრალიასთან და უელსთან. ქართველი მამუკა გორგოძე ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მორაგბედ, თან ერთხელ ზელანდიასთან მატჩში", - წერს გრეგ გროუდენი.