rugbyworld.com: რა შემადგენლობითაც არ უნდა ჩავიდეს ინგლისი თბილისში, თამაშზე 40 ათასზე მეტი ფანი მივა

AutoSharing Option
rugbyworld.com-მა ანალიტიკური სტატია მიუძღვნა რაგბის მსოფლიოს თასს, სადაც ექვსი ერის პირველობის სამომავლოდ საჭირო ცვლილებებზეც დაიწერა.

"არგენტინის პროგრესი, სამხრეთის მიერ რჩდილოეთის დაჩაგვრა კარგად გვიჩვენებს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცვლილებების დროა. კარი უნდა გაეხსნათ სხვა ერებსაც.

ჩვენი გამოცემა დიდი ხანია, არგუმენტებით ამტკიცებს, რომ საჭიროა ექვსი ერისა და ერთა თასის გათამაშებებს შორის მიმოსვლის დაწესება.

დიახ, არის პრობლემატური საკითხები, თუნდაც, კალენდართან დაკავშირებით - ერთა თასი 2-წლიანი ტურნირია, მაგრამ ეს საკითხები მოგვარებადია.

არგენტინას 2007 წლის მსოფლიოს თასი დაუფასდა და ახლა ეს ქვეყანა მოწინავეთა შორისაა. ახლა კი
დროა, შანსი საქართველოსა და რუმინეთსაც მიეცეთ.

თუ ექვსი ერიდან ერთი გუნდის პირდაპირ გავარდნა და ერთა თასის გამარჯვებულის აღზევება მეტისმეტია ჯერჯერობით, მაშინ პლეი ოფი მაინც დაწესდეს ამ ორ ნაკრებს შორის.

თუ მაინცდამაინც, თბილისში მთავარი გუნდის ნაცვლად ინგლისის საქსონსი (ინგლისის მეორე ნაკრები) ჩავიდეს. არ გაგიკვირდეთ, რომ თბილისში თამაშს 40 ათასზე მეტი ადამიანი დაესწროს.

წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ნაკრები უკეთეს მეტოქეებთან თამაშების წყალობით", - წერს საიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ დაგავიწყდეთ, რო რაგბის მამები იმაზეც ფიქრობენ და ითვალისწინებენ, თუ რაც არ უნდა შემადგენლობით ჩავიდეს ჩვენი ნაკრები ინგლისში, იქ რამდენი მაყურებელი დაესწრება...
გიგლია
13:34 24-10-2015
0
100%!
georgiano
03:19 24-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული