ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის გამოკითხვაში ლიდერობს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ 2015 წლის აღმოჩენის სამი ნომინანტი დაასახელა, რომელთაგან ერთ-ერთი ვასილ ლობჟანიძეა - მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.

მის გარდა, ნომინანტები არიან ზელანდიელი ნეე მილნერ-სკადერი და შოტლანდიელი მარკ ბენეტი.

therugbyblog.com-ი აწარმოებს ფანების გამოკითხვას, თუ ამ სამეულიდან ვინ უფრო იმსახურებს წლის აღმოჩენის წოდებას.

უკვე 6 ათასზე მეტმა ფანმა მისცა ხმა და ლობჟანიძე აბსოლუტური უმრავლესობით იგებს, ხმათა 95% მისია. მილნერ-სკადერს ხმა 4%-მა მისცა, ბენეტს - 2-მა.

"მოწადინებული შერკინების ნახევარმცველის დებიუტი ერთა თასზე თებერვალში გერმანიის წინააღმდეგ შედგა. ის მალე გახდა ქვეყნის
ნომერ პირველი ცხრა ნომერი. ტონგასთან მატჩში მან მსოფლიო რაგბის ისტორიაში ჩაწერა თავისი გვარი - 18 წლისა და 340 დღის ასაკში გახდა მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე.

ლობჟანიძემ ზელანდიისა და ნამიბიის ნაკრებებთანაც ითამაშა და დაეხმარა საქართველოს 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებაში.

არადა, სულ რაღაც 4 თვის წინათ ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს პირველი ტროფეის მოპოვებაში დაეხმარა", - წერს საიტი.

წლის აღმოჩენაზე ხმის მიცემა ამ მისამართზე შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მეც ლობჟანიძეს მივეცი ხმა, მაგრამ ნეჰე ბევრად კარგი მორაგბეა. ლობჟანიძეს იქნება დაეხმაროს წინსვლაში ეს ჯილდო, რაც ჩვენც წაგვადგება. ნეჰეს კიდე გარანტრებული აქვს ყველაფერი იგი ოლ ბლექსის მოთამაშეა და მსოფლიოს აღიარება უკვე გარანტირებული აქვს.
0
ნეჰე ბევრად კარგია მართლა, მაგრამ ასაკი გაითვალისწინე, ნეჰე 25 წლის ხდება უკვე და ლობჟანიძე კი 18 წლისაა და უკვე მსოფლიოზე ითამაშა და თან ძალიან კარგად.... იმედია ეს ბიჭი მსოფლიო რაგბის ლეგენდა გახდება...
me-s
17:30 27-10-2015
0

სიახლეები პოპულარული