მსოფლიო რაგბიმ სანაკრებო რეიტინგი განაახლა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე worldrugby.org-მა განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა.

მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისა, მე-4 პოზიცია არგენტინელებმა უელსელებს დაუთმეს, თავად კი მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

პოზიცია შეინარჩუნა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 71.45 ქულით რეიტინგში კვლავ მე-14 ადგილს იკავებს.

რეიტინგის სათავეში 96.10 ქულით 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრებია, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი ავსტრალია (89.33) და მესამეადგილოსანი სამხრეთი აფრიკა (87.66) იკავებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე-11; მე-12 და მე-13 ადგილები უფრო საინტერესოა და რატომ არ დადეთ?
გია
16:06 03-11-2015
0
ფეხბურთში როდის გვექნება ასეთი რეიტინგი
temo
15:51 03-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული