საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია

AutoSharing Option
საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის" მატჩზე ბილეთების გაყიდვა 4 თებერვალს დაიწყება.

6 თებერვალს "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მორიგი სეზონის პირველ მატჩში გერმანიას ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე უმასპინძლებენ.

2016 წლის პირველი საშინაო მატჩის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს, 11-დან 19 საათამდე გაიყიდება, ხოლო 6 თებერვალს, 12:00 საათიდან - მატჩის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია. აქედან გამომდინარე, რაგბის კავშირი ქომაგებს ურჩევს, თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მოვიდნენ, რათა კარგი ადგილების დაკავება
შეძლონ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული