ცივი წყალი ქართულ იმედებს - "ექვსი ერი" არ "გაიხსნება"!

AutoSharing Option
"ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა ლონდონში ამ ტურნირის 2016 წლის შეჯიბრების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ "ექვსი ერი" არ გაიხსნება სხვა ქვეყნებისათვის.

ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხვა რაგბის ქართველ გულშემატკივართა იმედებს, ასევე, ბევრ სპეციალისტსა და ფანს მსოფლიოში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ტურნირზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

"ექვსი ერი" ყველა სარაგბო ტურნირებს სჯობს. სულ უფრო მეტი ხალხი უყურებს თამაშებს მთელ მსოფლიოში ტელევიზიით. სულ უფრო ფინანსურად წარმატებული ხდება ის.

"ექვსი ერის" ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და ის ასეთად დარჩება. ჩვენი მისია არ
არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, თუმცა ჩვენ ვეხმარებით მათაც. ჩვენი მთავარი მისია რაც შეიძლება წარმატებული ტურნირის ჩატარებაა.

დღეისათვის, ვიყოთ სამართლიანები, "ექვსი ერის" მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს აღემატება და ეს ასე დარჩება.

რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მომავლის იმედად, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის "გაღების" პერსპექტივა არ არსებობს".

ამის შესახებ განცხადება გააკეთა "ექვსი ერის" საბჭოს თავმჯდომარე ბილ ბიუმონტმაც:

"საქართველოს საკითხი არ განიხილება. ამის გამო მთელი ტურნირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ეს ამ მომენტისათვის ჩვენს გეგმებში არ არის. არ ვიძახი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
და ვინც იმას იძახის დრო მოვა და მიგვიღებენო ეგეც დაგეწერათ როდის მოვა ეს დრო მერსედეს რო გამოუშვებს ჩვენი ქვეყანა თუ ქარხანა ფაბრიკებით და მდიდარი ადამიანებით რო გაივსება არ მიგვიღებენ არა თუარ ეთამაშე შენზე ძლიერს ისე კიდე ვერასდროს განვითარდები აგერაა არგენტინის მაგალითიც ასე რო ფუჭი ოცნებაა ესამბავი და უახლოეს 50 წელი მინიმუმ თუ მანამდე არ გადატრიალდა ყველაფერი ამ ბედკრულ დედამიწაზე არაფელი არიქნება.
qutaiseli
02 თებერვალი 2016 11:52
0
დედანი, ორიგინალი სტატიის წყაროც მიუთითეთ ხოლმე - ზოგჯერ თარგმანში მცირე სხვაობები არსს ცვლის ხოლმე
ჟურჯალისტური ეთიკა
01 თებერვალი 2016 18:11
0
ღმერთო ჩემო, რა სულსწრაფები ვართ. ჯერ ჩვენი დონის გუნდებს (კანადას, ამერიკას, თუნდაც იაპონიას, ფიჯის, ტონგას, სამოას და ა.შ.) უპრობლემოდ მოვუგოთ ხოლმე და მერე სად წავლენ? სულ "აქეთ მობრძანდის" ძახილით მიგვიღებენ. ჯერ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი......
ragbis moyvaruli
01 თებერვალი 2016 17:38
0
beqa-ს. გეთანხმები, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს. თუ ეს ლოდინი დიდხანს გაგრძელდა, ერთა თასი ჩვენთვის დაკარგავს ინტერესს, მით უმეტეს თუ ყოველთვის გამარჯვებულ ჩვენი ნაკრები გამოვა. ასე, რომ თუ დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი და მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ამარა დავრჩით, რომელიც მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმარტება, არა მგონია ასე დიდხანს გაგრძელდეს ხალხის ინტერესი რეგბისადმი, შესაბამისად სახელმწიფოსა და სპონსორების ინტერესიც შესუსტდება.
kote
01 თებერვალი 2016 11:21
0
მოდი ვიყოთ რეალისტები. ჯერ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, თუნდაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისიდ, თავი რომ დავანებოთ მის კომერციულ მნიშვნელობას, რომ ექვსი ერის თამაშებში ჩავერთოთ. ასე,რომ გულს ნუ გავიტეხთ, გავაგრძელოთ პროგრესი და რაც მთავარია, ხშირად შებხვდეთ ექვსი ერის, ოკეანიისა და ამერიკის კონტინენტის ნაკრებებს ტესტ მატჩებში და იქ დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. შესაბამისად, ჩვენი დროც დადგება ოდესმე.
beqa
01 თებერვალი 2016 10:17
0
ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ერთა თასის გუნდებსა და ჩვენს შორის იმხელა სხვაობა, როგორც 6 ერის გუნდებსა და ჩვენს შორის! როდესაც კიდევ უფრო მარტივად და დიდი ანგარიშით მოვუგებთ ესპანეთს და პორტუგალიას (ბონუსით) და აგრეთვე სტატისტიკას დადებითში გადავიყვანთ ისეთ გუნდებთან თამაშისას, როგორებიც არიან კანადა, იაპონია და პოლინეზიური კუნძულები, მერე უფრო მეტი სიამაყით ვთქვათ რომ მეტს ვიმსახურებთ!
Toscantus
01 თებერვალი 2016 01:58
0
ნატოსი არიყოს მიგვიღებენ მარა უშაბათო კვირაშიო დდ და არასოდეს არ მიგვიღებენ 6 ერში ესარი კომერციული ორგანიზაცია და მორჩა მაგათი გასაძღომი ფული კიდე ჩვენ კაი ხანს არ გვექნება.მზად არახარ რას ნიშნავს.ალბათ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას თუ შევიცვლით მაშვინ შეიძლება დაფიქრდენ გერმანია ან ესპანეთი რომ იყოს ჩვენ დონეზე უეჭველი მიიღებდენ თან სულ ფრენა ფრენით იმედიც არ გადაგვიწურეს და ერთი 100წლის მერე თუ იქნა საერთოდ სიცოცხლე დედამიწაზეაუცილებლად მიგვიღებენ რო რამე იყოს.ეგ ზღაპრები ინგლისის დედოფალს მოუყვენ მაგათმა. .
qutaiseli
31 იანვარი 2016 22:55
0
არ ვართ ჯერ მზად და ამას ყველა ხვდება, ვინც ეროვნული კუდაბზიკობის მეტად სამარცხვინო სენით არ არის შეპყრობილი.
aureliano buendia
30 იანვარი 2016 18:57
0
ფული უნდა ფული.
saqmeshi chaxeduli
30 იანვარი 2016 11:15
0
ექსი ერის თასზე კიარა ,ერთა თასზე არწავაგოთ ისე გააპოლიტიზირეს რაგბი,მეშინია ფეხბურთის ბედი არ ეწიოს!!!
maxo
30 იანვარი 2016 09:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული