ცივი წყალი ქართულ იმედებს - "ექვსი ერი" არ "გაიხსნება"!

AutoSharing Option
"ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა ლონდონში ამ ტურნირის 2016 წლის შეჯიბრების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ "ექვსი ერი" არ გაიხსნება სხვა ქვეყნებისათვის.

ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხვა რაგბის ქართველ გულშემატკივართა იმედებს, ასევე, ბევრ სპეციალისტსა და ფანს მსოფლიოში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ტურნირზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

"ექვსი ერი" ყველა სარაგბო ტურნირებს სჯობს. სულ უფრო მეტი ხალხი უყურებს თამაშებს მთელ მსოფლიოში ტელევიზიით. სულ უფრო ფინანსურად წარმატებული ხდება ის.

"ექვსი ერის" ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და ის ასეთად დარჩება. ჩვენი მისია არ
არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, თუმცა ჩვენ ვეხმარებით მათაც. ჩვენი მთავარი მისია რაც შეიძლება წარმატებული ტურნირის ჩატარებაა.

დღეისათვის, ვიყოთ სამართლიანები, "ექვსი ერის" მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს აღემატება და ეს ასე დარჩება.

რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მომავლის იმედად, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის "გაღების" პერსპექტივა არ არსებობს".

ამის შესახებ განცხადება გააკეთა "ექვსი ერის" საბჭოს თავმჯდომარე ბილ ბიუმონტმაც:

"საქართველოს საკითხი არ განიხილება. ამის გამო მთელი ტურნირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ეს ამ მომენტისათვის ჩვენს გეგმებში არ არის. არ ვიძახი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
და ვინც იმას იძახის დრო მოვა და მიგვიღებენო ეგეც დაგეწერათ როდის მოვა ეს დრო მერსედეს რო გამოუშვებს ჩვენი ქვეყანა თუ ქარხანა ფაბრიკებით და მდიდარი ადამიანებით რო გაივსება არ მიგვიღებენ არა თუარ ეთამაშე შენზე ძლიერს ისე კიდე ვერასდროს განვითარდები აგერაა არგენტინის მაგალითიც ასე რო ფუჭი ოცნებაა ესამბავი და უახლოეს 50 წელი მინიმუმ თუ მანამდე არ გადატრიალდა ყველაფერი ამ ბედკრულ დედამიწაზე არაფელი არიქნება.
qutaiseli
11:52 02-02-2016
0
დედანი, ორიგინალი სტატიის წყაროც მიუთითეთ ხოლმე - ზოგჯერ თარგმანში მცირე სხვაობები არსს ცვლის ხოლმე
ჟურჯალისტური ეთიკა
18:11 01-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული