საქართველო-გერმანია 59:7 - "რაგბი ევროპა" ბონუს-ქულით დავიწყეთ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მატჩში გერმანიის ნაკრებს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით - 59:7 დაამარცხა.

გერმანელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მე-6 წუთისთვის ლელოც დადეს და გარდასახეს კიდეც. მაგრამ ეს იყო და ეს... ამის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში მხოლოდ "ბორჯღალოსნების" გრაფაში იცვლებოდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ჯამში 9 ლელო დაუდო, ლაშა მალაღურაძემ კი მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო გარდასახვის გატანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ანგარიში მე-12 წუთზე გათანაბრდა. შერკინების შემდეგ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ახალგაზრდა ბექა
გორგაძემ
დადო. 26-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნების" 25-მეტრიანი მოლი მიხეილ ნარიაშვილის ლელოთი დასრულდა.

კიდევ ხუთ წუთში ლელო გიორგი ნემსაძემ გაიტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი "ბორჯღალოსნების" მეოთხე და ბონუს-ქულის ქულის მომტანი ლელო ტაიმის ბოლო წუთზე ანტონ ფეიქრიშვილმა დადო.

შედეგად პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:7 მოიგო

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა - 50-ე წუთზე, შერკინების შემდეგ გერმანელებს ლელო გიორგი თხილაიშვილმა დაუდო, 57-ე და 65-ე წუთებზე კი დუბლით თავი შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ლომიძემ გამოიჩინა.

კიდევ სამ წუთში სარაგბო შოუ ზურაბ ჟვანიამ დადგა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მიირბინა და ბურთი ლაშა ხმალაძეს შეატოვა. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ლელო დაედო.

მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა დააფიქსირა -  59:7.

ტურნირზე მორიგ მატჩს "ბორჯღალოსნები" 13 თებერვალს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღდეგ გამართავენ.

საქართველოს ნაკრები: ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი (კაპ), გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე,  19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გამარჯვებას ბიჭებო! გერმანელების ლელო არ მომეწონა, მაგრამ მერე კი ასწავლეთ ჭკვა. მაგათ იღბალზე გორგოძილას არ უთამაშია, თორემ გერმანელების აკრეფვა ნაფოტ-ნაფოტ მოუხდებოდათ მოედანზე.
elguja
08:58 07-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული