15:02 10-02-2016
"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიაში პირველი ვარჯიში გამართეს [VIDEO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ორშაბათიდან ლისაბონში იმყოფებიან და აგრძელებენ მზადებას შაბათს პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის.
ლისაბონურ შეკრებას დაემატნენ და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე.
შაბათს, 13 თებერვალს პორტუგალია და საქართველო ისტორიაში მეოცედ შეხვდებიან. ევროპის ერთა თასის მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი, ტრადიციულად, თამაშამდე ორი დღით ადრე, ხვალ - 11 თებერვალს დასახელდება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული