გამოკითხვა: "რომელია დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?" ჩვენს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 1505-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხულთა 50.4% (759) ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია, 30%-ის (452) აზრით კი, ფეხბურთი.
რაგბისა და ფეხბურთის შემდეგ გამოკითხულთა 13.8%-მა (207) სპორტის ნომერ პირველ სახეობად საქართველოში ძიუდო დაასახელა.
შემდეგ მოდის კალათბურთი - 3.5% (52) და ჭიდაობა - 2.3% (35).
და კიდე რაგბს თუ ოცი ქვეყანა (არადა ბევრათმეტია) თამაშობს და დანარჩენი არა მაშინ არც საქართველოში ყოფილა ფეხბურთი.
ნებისმიერ ეხლანდელ ქართველ ფეხბურთელი პოპულარობით გვედრით ვერ დაუდგება გორგოძეს :)
ფეხბურთის პოპულარობა ისეთი სისწრაფით იკლებს რომ მალე ძიუდოც კი გადაასწრებს :)
რატომაც არა? ძიუდოში მსოფლიოს ხუთეულში შევდივართ ნაკრები, ფეხბურთში კიდე 125-130 ნაკრებს შორის ვართ..
მონდომება არ ეტყობა მასიურად ფეხბურთელებს .. (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა)..
ეს 30 %-იც დარმწუნებული ვარ ზოგადად ფეხბურთის მოყვარულების მიცემული ხმაა..