"ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ მას შემდეგ, რაც მერაბ კვირიკაშვილმა მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი გაჭრა და ბურთი 22-მეტრიან ხაზამდე მიიტანა. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც თავად "მეკომ" დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ამის შემდეგ ქართველ მორაგბეებს ამოსუნთქვის საშაულება არ მიუციათ მეტოქისთვის, ყველაფერი კი მე-14 წუთზე საჯარიმო ლელოთი და კვირკაშვილის გარდასხვით დასრულდა - 7:0. მანამდე მსაჯმა ესპანელებს მოთამაშე გაუძევა.
მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის
26-ე წუთისთვის "ბორჯღალოსნები" კვალვ წინ გავიდნენ - "მეკომ" ბურთი ფეხით გიორგი აფციაურს შეუგორა, მაგრამ მეტოქემ ლელო წესების დარღვევით აირიდა. საბოლოოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, კვირკაშვილმა კი გარდასახა - 14:7
31-ე წუთზე ლელო თამაშიდანაც დავდეთ. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ალექსანდრე თოდუამ დადო, "მეკომ" კი გარდასახა - 21:7.
შესვენებამდე დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი კი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი.
52-ე წუთისთვის კი "მეკომ" თავად დადო ლელო და "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა გაუნაღდა. კვირკაშვილმა რთული ადგილიდან ვერ გარდასახა - 26:7.
55-ე წუთზე მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, რომელიც თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახა - 33:7.
66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 38:7
მატჩი დასრულდა.
"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარეს: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე.