"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში რუმინეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (38:9) შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციას ასევე რუმინელთა მთავარი მწვრთნელი და კაპიტანიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

მილტონ ჰეიგი:
"ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ყველა ბედნიერია და ეს ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, ამიტომ მიხარია, რომ
დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.

აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის. 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს".

შალვა სუთიაშვილი:
"დიდი და საამაყო გრძნობა მეუფლება ამ მატჩის შემდეგ. თითოეული ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სათამაშოდ მზად ვართ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს აქ და დავანახებთ!".

რუმინელების თქმით, საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთესად ითამაშა და შედეგი, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, სავსებით ლოგიკური და დამსახურებული იყო, განვითარობის კუთხით კი საქართველო მათზე ბევრად მაღლა დგას.
მკითხველის კომენტარები / 12 /
6 ერი დახურული კლუბია, რომელში მოსახვედრადაც მარტო რაგბის კარგი თამაში არ არის საკმარისი, ამიტომ ბევრი რამე თვითონ ქვეყნის განვითარებაზე, საზოგადოების სიმწიფეზე, გულშემატკივრების დონეზე არის დამოკიდებული, რითაც სამწუხაროდ ჯერ საგრძნობლად ჩამოვრჩებით, თუნდაც იგივე იტალიას.
david
22 მარტი 2016 16:10
0
ისე მარტო პოლიტიკური აქციები რო იმართება ამ შავბნელ ქვეყანაში ხო შეიძლება ერთი მშვიდობიანი აქცია მოვაწყოთ ყველა ერთადს გავიდეთ და მოვითხოვოთ 6 ერის კარის გაღება ჩევენი მორაგბეებისთვის ისინი კი ვხედავთ თავს არ ზოგაბენ და ჩვენც ვქნათ რამე!!!!
გაგა
21 მარტი 2016 23:17
0
გასვლაზე ირლანდიასთან და უელსთან მოგება ზელანდიასაც გაუჭირდება. მართლა რო პეტიცია შევადგინოთ და მოვითხოვოთ 2 მატჩი იტალიასთან? ან ფეისბუქზე მივწეროთ ყველამ?
ეგეც მაპია?
21 მარტი 2016 00:23
0
ალალია ბიჭებო თქვენთვის ხალხის დიდი სიტვარული , უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , სპორტის სათამაშო სახეობებიდან ,მართლა ჩემპიონები ხართ ,თქვენ ხართ თავდადების პატრიოტობის კაკაცობის მაგალითი , რამდენი ბავშვი შეგნატრით და თამაშობს რაგბს თქვენი სიყვარულით , იმდენი სიხარული და გამარჯვება თქვენ და თქვენს გულშემატკივრებს ! გაიხარეთ და დიდი მადლობა !
Kakhaber
20 მარტი 2016 21:26
0
ამ პარისეს ეტყობა აზროვნების პრობლემები აქვს! სპორტის რომელ სახეობაში არ ხდება ჩაჩანაკის გავარდნა და ქვემოდან მოწინავის აღზევება? ეტყობა შიშის ქარი აქვს
^*
20 მარტი 2016 21:15
0
ფეხბურთელებს თავი დაანებეთ. მწვრთნელი არის ყველაზე მთავარი ფეხბურთელი და ის უნდა ღირსეული პირველ რიგში, ჯერ მწვრთნელი დააყენეთ ღირსეული ფეხბურთელებზე მერე ილაპარაკეთ. და ჯერ ფედერაცია არაა ღირსეული და ეროვნული როგორიც რაგბის ფედერაცია და თემი საერთოდ, მწვრთნელი რა შუაშია ესენი ისევ ისეთს ჩამოათრევენ მეტი წინ ვერ მიდის მაგათი შეგნება.
bn. kotes
20 მარტი 2016 19:27
0
ამ ბიჭებს რომ ვუყურებ მემაყება რომ ქართველი ვარ
qartveli
20 მარტი 2016 19:12
0
აბსოლუტურად მართალია ბატონი ჰეიგი მწვრთნელთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი შენიშვნაც - აქვთ კი ჩვენს ფეხბურთელებს ასეთივე მონდომება, ქვეყნის სიყვარული და პასუხსმგებლობა? ეჭვი მეპარება
kote
20 მარტი 2016 12:28
0
გენაცვალეთ ჯიგარშიიიი
kaxa
20 მარტი 2016 12:08
0
უნდა მივაღწიოთ, რომ იტალია და შოტლანდია აქ ჩამოვიდნენ; გასვლაზე ირლანდიასა და უელსთან თამაში საზომი არაა.
^*
20 მარტი 2016 09:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული