"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში რუმინეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (38:9) შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციას ასევე რუმინელთა მთავარი მწვრთნელი და კაპიტანიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

მილტონ ჰეიგი:
"ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ყველა ბედნიერია და ეს ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, ამიტომ მიხარია, რომ
დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.

აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის. 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს".

შალვა სუთიაშვილი:
"დიდი და საამაყო გრძნობა მეუფლება ამ მატჩის შემდეგ. თითოეული ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სათამაშოდ მზად ვართ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს აქ და დავანახებთ!".

რუმინელების თქმით, საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთესად ითამაშა და შედეგი, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, სავსებით ლოგიკური და დამსახურებული იყო, განვითარობის კუთხით კი საქართველო მათზე ბევრად მაღლა დგას.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ორი მატჩი!!! AZZURRI-LELOS!!!გადაუდებლად გვესაჭიროვება რაგბის წინსვლისთვის!Azzurri movdivart!!!!!
M.Z. GB.
20 მარტი 2016 08:28
0
იმენა მაგარები ხართ მართლა საამაყო შვილები ხართ და მართლაც საქართველოს ასახელებთ უფალი გფარავდეთ
goga
19 მარტი 2016 21:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული