დავინახოთ საქართველო! - მსოფლიო რაგბის თავკაცი 6 ერის გაფართოების მომხრეა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექვს ერში დაშვებასა თუ ამ ტურნირის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ბრიტანული მედია ხშირად მსჯელობს. იწერება პუბლიკაციები, ხდება მკითხველთა აზრის ონლაინგამოკითხვა. ისე ჩანს, რომ ყველა, თავად ორგანიზატორებისა და იტალიელების გარდა, ექვსი ერის გათამაშების გაფართოების მომხრეა.

ახლა ამ კამპანიას ფრანგულმა მედიამაც აუბა მხარი. "ლე ფიგარომ" გამოაქვეყნა ინტერვიუ "მსოფლიო რაგბის" ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ბერნარ ლაპასესთან, რომელიც ექვსი ერის თემასაც შეეხო და მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს.

ბერნარ ლაპასე მომხრეა, ექვსი ერის გათამაშების ფორმატი შეიცვალოს.

"თუ გვინდა, რაგბი განვითარდეს,
წინ უნდა გავიხედოთ. არიან მეორე დონის ქვეყნები ევროპაში, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი... პირდაპირ გეტყვით, ექვსი ერის ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბოლო ადგილზე გასული სხვამ უნდა ჩაანაცვლოს ან თუნდაც პლეი ოფი მოვაწყოთ.

ფაქტია, ცვლილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს", - თქვა ბერნარ ლაპასემ.

სამწუხაროდ, ლაპასე თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს ინგლისელი ბილ ბომონტი დაიკავებს, რომელსაც, ლაპასეს აზრით, ძალიან გაუჭირდება ამ ცვლილების განხორციელება. თუმცა "მსოფლიოს რაგბის" მომავალი ვიცე-პრეზიდენტი არგენტინელი ავგუსტინ პიშოა, რომელიც საქართველოს ექვს ერში ჩართვის მომხრეა.

ერთი სიტყვით, ექვსი ერის გაფართოებაზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რასაც, დაუჯერებელია, რომ ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყვეს. ყველაფერი მაინც "მსოფლიოს რაგბის" ახალი ხელმძღვანელობის მარიფათზე იქნება დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნატოსგან განსხვავებით აქ თუ არ მოგვიღებენ სამხრეთით შეგვიძლია წასვლა. ყველაფერს ეს წელი და მომავალი წელი გვიჩვენებს. მთავარია რეგბი საქართველოს რეგიონებში გავიდეს და იქ განვითარდეს. ყველა დიდი სპორტსმენი რეგიონებიდან იყო და რეგბის დონე უეჭველი აიწევა ისე რო აქეთ შეგვეხვეწებიან
გგ
21:29 05-04-2016
0
თანაც როგორ აჭიკჭიკდა! რუმინეთს კიდევ არაუშავს, რუსეთიო... ჩვენ, ამათ ორივეს, საკმაო ხანია ვაფარჩაკებთ (განსაკუთრებით რუსეთს) და ჩვენზე უარს ამბობენ! ესენი სადღა მოგვაყოლა ამ... დალოცვილმა!
jiji
15:28 05-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული