სენსაციური ინფორმაცია: "ექვსმა ერმა" სისტემის შეცვლაზე მუშაობა დაიწყო!

AutoSharing Option
ბრიტანული The Rugby Paper-ის მიმომხილველი პიტერ ჯეკსონი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, "ექვსი ერის" ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა "ექვსი ერის" ტურნირსა და ერთა თასს შორის გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემუშავებაზე.

მართალია, ბოლო წლებია (განსაკუთრებით, 2015 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ) ამის აუცილებლობაზე ბევრი სპეციალისტი ლაპარაკობს, მაგრამ აქამდე "ექვსი ერის" მესვეურთა პოზიცია იყო ხისტი - სისტემა არ შეიცვლება!

გაზეთის თანახმად, სისტემის ამუშავება საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი კარგი თამაშისა და იტალიელთა არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის გამო შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, ეს "ექვსი ერის" მთლიანი სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას
გამოიწვევს. სხვათა შორის, "მსოფლიო რაგბის" ახალმა შეფმა ბილ ბიმონტმა "ექვს ერს" უკვე ურჩია ტურნირის თებერვლიდან აპრილში გადმოტანა.

ჯეკსონის ინფორმაციით, ორგანიზატორები განიხილავენ ტურნირში ქულათა დარიცხვის სისტემის შეცვლასაც, ბონუს ქულების შემოღებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი სიახლე გავარდნა-შემოსვლის სისტემის ამუშავება იქნება.

ჯეკსონს წყარო ატყობინებს, რომ "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნებიდან უელსი და შოტლანდია ძირეული ცვლილებების მომხრენი არიან.

"მთავარი საკითხი სტატუს-კვოს შეცვლაა. ახლა, როგორც იქნა, ორგანიზატორები აპირებენ, ყურადღება მიაქციონ საუკეთესო სარაგბო ქვეყნებს "ექვსი ერის" გარეთ, მიეცეთ მათ შანსი, მიიღონ ტურნირში მონაწილეობა", - განუცხადა ინკოგნიტო წყარომ გამოცემას.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ზღაპარია, არც იტალიას და არც შოტლანდიას ბელგიასთან პორტუგალიასთან სათამაშოდ არ გააგდებენ.
papai
19 მაისი 2016 10:03
0
როგორც იქნა! იმედია მართალია
giorgi
18 მაისი 2016 21:09
0
ეს მართლა სენსაციაა და ჩემი ვარაუდით ამის მიზეზი ისიც არის, რომ აშკარა გახდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნების ჩამორჩენაც სამხრეთელებისგან და დაიწყეს ფიქრი სპორტული პრინციპებისთვის მეტი ყურადღების მიქცევაზე
ზვიადი
18 მაისი 2016 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული